Logo

ეს არ გამოგრჩეთ

როგორ ავირიდოთ თავიდან ბოტულიზმის საფრთხე?

როგორ ავირიდოთ თავიდან ბოტულიზმის საფრთხე?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საუკუნეების განმავლობაში ადამიანების საკვებ რაციონში საპატიო ადგილს იკავებს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მოთავსებული ხანგრძლივი შენახვისთვის საგანგებოდ დამუშავებული საკვები პროდუქტი - იგივე კონსერვი.

კონსერვი ბევრი ჩვენგანისთვის სასურველ და საყვარელ საკვებად რჩება განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როცა ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ჩანაცვლება შენახული პროდუქტით გვიწევს.

კონსერვი

ყველაფერი ნორმალურადაა, თუ კონსერვი ქარხანაში, ქარხნული წესით, საჭირო პირობების სრული დაცვით მზადდება. რაც შეეხება დიასახლისების მიერ შინ დამზადებულ კონსერვებს, მიუხედავად იმისა, რომ გემოვნური თვისებებით შინ დამზადებული კონსერვი უმეტესად ძალიან გემრიელი გამოდის, მისი ხშირი მოხმარება საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

კონსერვებისგან მომდინარე მთავარი საფრთხე ბოტულიზმია. ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკურ-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Clostridium botulinum იწვევს.

საქმე იმაშია, რომ ბაქტერიას ტოქსინების გამოყოფა მხოლოდ უჟანგბადო(ანაერობულ) პირობებში შეუძლია. ამისთვის სასურველი პირობები კი სწორედ საგულდაგულოდ დახუფულ კონსერვის ქილებშია.

კონსერვი

რა უნდა გავითვალისწინოთ კონსერვების მომზადებისას და როგორ ავირიდოთ თავიდან ბოტულიზმის საფრთხე? - ამ კითხვებით zmna.ge სურსათის უვნებლობის სპეციალისტს ირაკლი არაბულს დაუკავშირდა.

ირაკლი არაბული:

"იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან იქნას აცილებული პირველ რიგში მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. დაზიანებული პროდუქტი, შესაძლოა ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს.

შემდეგი საფეხურია, ინგრედიენტების საფუძვლიანი გარეცხვა. განსაკუთრებით კარგად უნდა გაირეცხოს ბოსტნეული, რომელიც მიწაში იზრდება. დიდი შანსია ასეთ პროდუქტს პათოგენური ბაქტერია ახლდეს.

კონსერვი

გარეცხვა აუცილებლად გამდინარე ცივი წყლის მეშვეობით უნდა მოხდეს. გარდა ამისა შეგვიძლია გამოვიყენოთ ხილისა და ბოსტნეულის რეცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური ხსნარები. ეს ხსნარებია ანადგურებს პროდუქტის ზედაპირზე არსებულ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, მათ შრის ბოტულიზმის გამომწვევ ბაქტერიასაც. მნიშვნელოვანია, რომ ხსნარით დამუშავების შემდეგ კიდევ მოხდეს წყლის გადავლება, რომ პროდუქტზე არ დარჩეს ხსნარის ქიმიური შემადგენლობის ნარჩენები.

კონსერვი

შემდეგი რჩევაა, არ მოიხმაროთ კონსერვი, რომლის გარეგნობაც ნდობას არ იწვევს. არ მიირთვათ პროდუქტი, თუ ქილაში სითხე ამღვრეულია, თავსახური აბერილია, ან აქვს სპეციფიკური სუნი.

თუმცა ზოგჯერ საფრთხე გარეგნულად უხილავია, ამიტომაც გირჩევთ, ნებისმიერი კონსერვი, რომლის გაცხელებაც შესაძლებელია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში წამოვადუღოთ. "

ავტორი: ზმნა

11/11/2025

ბოტულიზმიკონსერვირჩევებისაფრთხე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024