
09/10/2026
ქალების უმეტესობას, ზაფხულის სეზონზე გინეკოლოგიური პრობლემები ახსენებს ხოლმე თავს.
განსაკუთრებით ხშირია პრობლემები ზღვაზე დასვენებისას.
ზღვის წყალი, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს სიარული და ჰიგიენის წესების უგულებელყოფა ბაქტერიებისა და სოკოვანი ინფექციების განვითარებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

გინეკოლოგი სტელა ძოწენიძე განმარტავს, თუ რომელი ჩვევები ზრდის ინფექციის გაჩენის რისკს და როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულის განმავლობაში, რათა დასვენება უსიამოვნო სიმპტომებმა არ ჩაგვიშალოს.

გინეკოლოგის რჩევები:
"გოგოებო, ზღვაზე ყოფნისას გარკვეული ჩვევები ზრდის სოკოს განვითარების რისკს.
1. სველი საცურაო კოსტიუმი დიდხანს არ გეცვათ;
2. აირჩიეთ ბამბის საცვლები, რომლებიც ჰაერს ატარებს;
3. ინტიმური ზონა შეგიძლიათ დაიბანოთ მხოლოდ წყლით, ესეც საკმარისია;

4. ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ინტიმური ზონა და არ ჩაიცვათ ძალიან მჭიდრო სინთეტიკური ტანსაცმელი;
5. თუ სიმპტომები (როგორიცაა წვა, ქავილი, ან გამონადენი) უკვე გაგიჩნდათ, არ დაიწყოთ თვითმკურნალობა.
გააზიარე სტატია