Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაოჭები?

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაოჭები?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გსურს იცოდე, როგორ გაიხანგრძლივო ახალგაზრდობა და დაიცვა კანი ნაადრევი ნაოჭებისაგან?

მთავარი შეცდომა, რასაც უშვებ, ის არის, რომ მზეს საშუალებას აძლევ შენი კანი დააბეროს.

ნაოჭები

რადგან მზის მიერ მოყენებული ზიანი თავიდან დრამატულად არ გამოიყურება, მას ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, ეს ზიანი სახის კანზე ძალიან გამოისახება.

  • პიგმენტაცია;
  • კანის არათანაბარი ტონალობა;
  • გაფართოებული ფორები;
  • წვრილი ნაოჭები;
  • სიმკვრივის დაკარგვა და სხვა.

ეს ის შედეგებია, რომლის გამომწვევ მიზეზსაც შენ ყოველდღიურად უგულებელყოფ და გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა.

დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა სულაც არ მოითხოვს ბევრ ფინანსებსა და ძალისხმევას, უბრალოდ, ყოველდღიურად გამოიყენე SPF შემცველი კრემი - ზამთარში, მოღრუბლულ ამინდში, ან მაშინაც კი, როდესაც შენობაში, ფანჯრებთან ახლოს გიწევს ყოფნა.

კანის მოვლა

შენი კანის მომავალს დღეს წყვეტ, თუმცა თუ უკვე გაქვს გამოხატული ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, ინექციური ჩარევით ამასაც ეშველება. დღეს თითქმის ყველა ტიპის პრობლემის მოგვარება შეიძლება.

წყარო: ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი

ავტორი: ზმნა

01/28/2026