Logo

როგორ დავამწიფოთ ავოკადო სახლის პირობებში? - ნუცა სურგულაძე გვირჩევს

როგორ დავამწიფოთ ავოკადო სახლის პირობებში? - ნუცა სურგულაძე გვირჩევს

04/04/2026

ტექსტის ზომა

ავოკადო ბევრი ადამიანის საყვარელი პროდუქტია, თუმცა მაღაზიაში ხშირად გვხვდება ან ზედმეტად მაგარი, ან პირიქით - გადამწიფებული ნაყოფი.

კულინარი ნუცა სურგულაძე გვიხსნის, რომ ავოკადოს დამწიფება სახლშიც მარტივად არის შესაძლებელი. მთავარია ვიცოდეთ რამდენიმე „საიდუმლო“ ხრიკი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს.

"როცა ავოკადოს იყიდი, ის ცოტა ხანს თბილ ტემპერატურაზე უნდა გააჩერო, რომ დარბილდეს. ავოკადო მაცივარში არ უნდა შეინახო...

მაგრამ თუ ნაყოფი საკმარისად რბილია, მაშინ მისი შენახვა მაცივარშია საჭირო.

ავოკადო

თუ გინდა, რომ ავოკადო უცებ დარბილდეს, მაშინ ის ბანანთან და ვაშლთან ერთად უნდა დადო. მაგ დროს ხილი სპეციალურ გაზს გამოიმუშავებს, რომელიც უფრო ამწიფებს და არბილებს ავოკადოს. ამ გაზის საშუალებით ეძლევა სიგნალი, რომ დამწიფების დროა და ის მექანიზმი ირთვება, რომელიც ამწიფებს.

ავოკადო

ოღონდ გაითვალისწინეთ, თუ ავოკადოს დამწიფების მიზნით ბანანთან და ვაშლთან ერთად შეინახავთ, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად მოათავსეთ ქაღალდის პაკეტში და კარგად გადაკეცეთ, რომ ეს გაზი არ გამოვიდეს გარეთ და დარჩეს ჰერმეტულად პარკში, - გვირჩევს ნუცა სურგულაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ავოკადომწიფენუცა სურგულაძერჩევებიშენახვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026