Logo

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საბავშვო ბაღთან ადაპტაციაში - ფსიქოლოგი გურამ გვარამიას რჩევები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საბავშვო ბაღთან ადაპტაციაში - ფსიქოლოგი გურამ გვარამიას რჩევები

09/29/2026

ტექსტის ზომა

საბავშვო ბაღში სიარულის დაწყება ბავშვისა და მისი მშობლების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული ეტაპია.

ბაღი არის პირველი სოციალური ინსტიტუტი, სადაც პატარა ოჯახურ გარემოს სცდება და ახალ, მისთვის უცნობ სამყაროსთან იწყებს შეგუებას. ამ პროცესში განცდილი ემოციები და მიღებული გამოცდილება ბავშვს ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება.

იმისათვის, რომ ადაპტაციის პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად, უსაფრთხოდ და ჰარმონიულად წარიმართოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მშობლის მზაობას, ისე სწორ მიდგომებს.

ფსიქოლოგი, გურამ გვარამია, გვიზიარებს სამ ოქროს წესს, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, გახდნენ საკუთარი შვილების საიმედო ემოციური საყრდენი ამ საპასუხისმგებლო გზაზე.

"1. მშობლებო, თქვენ თვითონ მოემზადეთ ბავშვის ახალ გარემოში ადაპტაციისათვის. გახსოვდეთ, თქვენ ხართ ბავშვის ემოციური საყრდენი, მისი უსაფრთხოების გარანტი. ამიტომ თქვენი მზაობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

2. არ იჩქაროთ ადაპტაციის პროცესში. ადაპტაციის პროცესი სასურველია მინიმუმ ერთ თვემდე გაგრძელდეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს. უსაფრთხოდ და თანამიმდევრულად მიაჩვიეთ ბავშვი ახალ გარემოს.

3. გახსოვდეთ, რომ ტკივილი, ბრაზი, წყენა ნებისმიერ ახალ სიტუაციაში შეგუებისთვის დამახასიათებელი ემოციებია. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვს მისცეთ სივრცე ამ ემოციების გამოხატვის, ამ ემოციების თამამად, ხმამაღლა თქმის. ამიტომ, როდესაც სახლში მოვა ადაპტაციის შემდეგ, მიეცით მას სივრცე, რომ გამოხატოს თავისი ტკივილი, მწუხარება თუ ბრაზი.

გახსოვდეთ, ბაღი პირველი სოციალური ინსტიტუტია, რომელთანაც ბავშვს შეხება აქვს. ამიტომ აქ განცდილი ემოციები მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს ბავშვს,“ - გვირჩევს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ადაპტაციაბავშვიდახმარებასაბავშვო ბაღიფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026