Logo

როგორ დავეხმაროთ გაჯეტდამოკიდებულ ბავშვს?

როგორ დავეხმაროთ გაჯეტდამოკიდებულ ბავშვს?

09/03/2026

ტექსტის ზომა

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში გაჯეტები ბავშვების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა ეკრანთან გატარებული უკონტროლო დრო სერიოზულ გამოწვევებს უქმნის მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ქცევას.
მშობლები ხშირად აწყდებიან მოულოდნელ აგრესიასა და პროტესტს, როდესაც ტელეფონის ან პლანშეტის ჩამორთმევის დრო დგება.

ანა ჩანგაშვილი


ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი განმარტავს, თუ რა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები დგას ამ ქცევის უკან და რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან მშობლებმა პრობლემის დასაძლევად.

"გაჯეტების ჭარბი მოხმარება ბავშვებში, იწვევს ნერვულ გადაღლას, რაც ტელეფონის ან პლანშეტის წართმევისას გამოიხატება ყვირილსა და აგრესიულ ქცევაში.

აგრესიის მიზეზები:

ეკრანთან გატარებული უკონტროლო დრო, იწვევს დიდი რაოდენობით ჰორმონ დოფამინის გამომუშავებას.

ხდება დოფამინზე დამოკიდებულება: სწრაფი და მარტივი ემოციები ტვინს აჩვევს მუდმივ სტიმულაციას

(როდესაც დოფამინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ადამიანი სიამოვნებას და სიხარულს განიცდის და სურვილი უჩნდება, კვლავ გაიმეოროს ესა თუ ის ქცევა. ამის საპირისპიროდ, დოფამინის დონის დაწევისას იკლებს მოტივაცია და ენთუზიაზმი და ადამიანს აღარ ახარებს ის, რაც წინათ სიხარულს ანიჭებდა.)

ბავშვი

აგრესიული ანუ ძალადობრივი ვიდეო თამაშები შეიცავს ბრძოლას, სისხლს და იარაღს. ეს ბავშვის ფსიქიკისთვის არის ტვირთი. გარდა ამისა ეჩვევა სიტყვებს რომელსაც თამაშის დროს ხშირად იმეორებს. მოვკალი, მოვკვიდი- გამაცოცხლე ( სიკვდილის გაუბრალოება რაც შესალოა იყოს მაპროვოცირებელი მომავალში სიცოცხლის გაუფასურებისა).

მსგავსი ვიდეოთამაშები და ძალადობრივი შინაარსის ვიდეოები ასევე აქვეითებს ემპათიას.

მართვის უკონტროლობა:

ეკრანიდან რეალურ სამყაროში დაბრუნება ტვინისთვის სტრესია.

ბავშვმა არ იცის ემოციის მართვა და პროტესტს ფიზიკური აგრესიით გამოხატავს.

ბავშვი

როგორ ვმართოთ და შევამციროთ აგრესია

ლიმიტი: შეზღუდეთ ეკრანთან ყოფნა ასაკის მიხედვით (2 წლამდე ეკრანი სრულიად აკრძალულია).

თანდათანობითი გათიშვა: გააფრთხილეთ ბავშვი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე.

ალტერნატივა: შესთავაზეთ ფიზიკური აქტივობა, ხატვა ან ერთად სეირნობა ენერგიის გადასატანად.

ემოციის აღიარება: უთხარით, რომ გესმით მისი ბრაზის, მაგრამ აგრესია გამოსავალი ვერ იქნება.

და ბოლოს ოქროს წესი:

მიეცით ბავშვს მაგალითი, როგორ აღმოაჩინოს რეალურ ცხოვრებაში პატარ-პატარა სიხარულები და განიცადოს ბედნიერება გაჯეტების გარეშე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აგრესიაანა ჩანგაშვილიბავშვიგაჯეტიფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026