Logo

როგორ დავისვენოთ ეფექტურად? - ძალების აღდგენის ოქროს წესი ილია ნიკაჭაძისგან

როგორ დავისვენოთ ეფექტურად? - ძალების აღდგენის ოქროს წესი ილია ნიკაჭაძისგან

07/23/2026

ტექსტის ზომა

თანამედროვე ცხოვრების ქაოტურ რიტმში ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა თითქმის ყველასთვის ნაცნობი პრობლემა გახდა. ხშირად, შვებულების შემდეგაც კი ისევ დაღლილად ვგრძნობთ თავს, რადგან არ ვიცით, სინამდვილეში რა სჭირდება ჩვენს გონებასა და სხეულს აღდგენისთვის.

ჭეშმარიტი დასვენება უბრალოდ უმოქმედობა კი არ არის, არამედ იმის საპირისპიროს კეთებაა, რამაც ენერგია გამოგვიცალა.ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე გვირჩევს, როგორ ამოვიცნოთ ჩვენი დაღლილობის მთავარი წყარო და როგორ შევარჩიოთ დასვენების სწორი ფორმა, რომელიც რეალურ სიმშვიდესა და ჰარმონიას დაგვიბრუნებს.

„თუ ფსიქოლოგიურად გადაღლილი ხარ, მაშინ ეს რჩევა გამოგადგება.

დასვენება იცი რა არის? იმის საპირისპიროს კეთება, რითაც დაიღალე.

მაგალითად, თუ ხალხმრავლობით დაიღალე, მაშინ სიმშვიდე, ბუნება და ჰარმონია გჭირდება.

თუ აქტიური ცხოვრების რიტმით დაიღალე, მაშინ სიმშვიდე და ნელი ტემპი არის შენი ხსნა.

თუ ბავშვებით და პასუხისმგებლობებით დაიღალე, მაშინ შენი დასვენება უნდა იყოს ასეთი - არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი გეგმები, ყველაფერი სპონტანურად!

ესე იგი, წესი ასეთია:

  • განსაზღვრე, რამ დაგღალა.
  • გააკეთე ამ ზაფხულის მანძილზე, თუნდაც ერთი კვირით, იმის საპირისპირო, რამაც დაგღალა,"- გვირჩევს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გადაღლადასვენებაილია ნიკაჭაძერჩევებიფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026