Logo

როგორ დავიცვათ პატარები მზის მავნე სხივებისგან? - დერმატოლოგი გვირჩევს

როგორ დავიცვათ პატარები მზის მავნე სხივებისგან? - დერმატოლოგი გვირჩევს

07/01/2026

ტექსტის ზომა

ბავშვის ნაზი და მგრძნობიარე კანის დაცვა მზის მავნე სხივებისგან, ნებისმიერი მშობლისთვის პრიორიტეტია. თუმცა, აფთიაქებისა თუ მაღაზიების თაროებზე მზისგან დამცავი საშუალებების (SPF) მრავალფეროვნება ხშირად გვაბნევს.

წარწერები „Baby“ ან „Kids“ მზისგან დამცავ პროდუქტებზე, ავტომატურად გვანიშნებს, რომ პროდუქტი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებელი ფიქრობს, რომ ის უსაფრთხოა...

დამცავი

მაგრამ რას ნიშნავს ეს წარწერა სინამდვილეში? უსაფრთხოების გარანტია თუ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი?

დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა zmna.ge-ს მკითხველისთვის უმნიშვნელოვანეს რჩევები გაგვიზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ SPF სწორად, რატომ უნდა ვთქვათ უარი ქიმიურ ფილტრებზე და რა სამი ოქროს წესი უნდა დავიცვათ პატარების მზისგან დასაცავად.

ნინო ორახელაშვილი

„ბავშვისთვის მზისგან დამცავი პროდუქტის შერჩევისას, ბევრი დედა ცდება, თქვენც არ დაუშვათ ეს შეცდომა!

მე, როგორც დერმატოლოგმა უნდა გითხრათ, რომ წარწერა „Baby“ და „Kids“ ბოთლის წინა მხარეს, ხშირად მარკეტინგული ხრიკია.

საქმე ისაა, რომ ბავშვის ნაზი კანისთვის ქიმიური ფილტრების გამოყენება არ შეიძლება. მათ ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ბავშვს სჭირდება მხოლოდ მინერალური დამცავი, რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს ან ტიტანიუმის დიოქსიდს.

დაიმახსოვრეთ სამი მთავარი წესი:

პირველი: 6 თვემდე ჩვილებს SPF-ს საერთოდ არ ვუსვამთ! მხოლოდ ჩრდილი, ქუდი და ტანსაცმელი.

ბავშვი

მეორე: SPF 30 სავსებით საკმარისია. ის მზის სხივების 97%-ს ბლოკავს. მთავარია, სწორად წაუსვათ კანზე.

მესამე: მაისური არ იცავს მზის სხივებისგან! სველი თეთრი მაისურის დაცვა მხოლოდ SPF 5-ია, მზეში მის ქვეშ მაინც ატანს.

ბავშვი

და კიდევ ერთი: მინერალური SPF-ი წყლით არ ჩამოიბანება, საღამოს ბავშვს ტანი, სპეციალური საბავშვო დასაბანი გელით უნდა ჩამოჰბანოთ," - გვირჩევს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბავშვიდერმატოლოგიმზისგან დაცვანინო ორახელაშვილისპფ
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026