სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ის, თუ როგორ იწყება ჩვენი დილა, ხშირად განსაზღვრავს მთელი დღის მიმდინარეობას. თუ გაღვიძებისთანავე დაღლილობას ვგრძნობთ, დიდი შანსია, დღის ბოლომდე ეს განწყობა გაგვყვეს. სწორად დაგეგმილ დილის რუტინას კი შეუძლია მთელი დღე გააუმჯობესოს.
ქცევის თერაპევტები გვირჩევენ გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი იმისათვის, რომ დილის ენერგიული განწყობა მთელ დღეს გაგრძელდეს.

გაღვიძების შემდეგ, პირველი 10-15 წუთი ეცადე ეკრანის გარეშე გაატარო. სოციალური ქსელები და შეტყობინებები ტვინს ზედმეტად ტვირთავს.

2. ერთი ჭიქა წყალი - დილის საუკეთესო დასაწყისია
ღამით ორგანიზმი სითხეს კარგავს. წყალი დილით, გაღვიძებაში და ენერგიის აღდგენაში გეხმარება.

3 . არ იჩქარო
თუნდაც 5 წუთით ადრე ადგომა ამცირებს სტრესს. დილა არ უნდა იწყებოდეს სირბილით.

4. არ დაგეზაროს მსუბუქი მოძრაობების შესრულება
საჭირო არ არის სრულფასოვანი ვარჯიში და დატვირთვა. გაჭიმვა ან რამდენიმე მარტივი მოძრაობის შესრულება სრულიად საკმარისია.

5. დილას გეგმებით ნუ გადატვირთავ
ეცადე, დილა ძალიან დატვირთული არ გქონდეს. დღის დასაწყისში ერთი მთავარი საქმე საკმარისია. დანარჩენი საქმეები დღის განმავლობაში გადაანაწილე.
01/10/2026