Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ დავიზღვიოთ თავი არასწორი პროდუქტის შეძენისგან? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული გვირჩევს

როგორ დავიზღვიოთ თავი არასწორი პროდუქტის შეძენისგან? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად ხდება, რომ სასურველი პროდუქტის შეძენის შემდეგ მომხმარებელი უკმაყოფილოა და თავს მოტყუებულად გრძნობს.

როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი არასწორი პროდუქტის შეძენისაგან და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პირველ რიგში?

ამ კითხვებით zmna.ge სურსათის უვნებლობის სპეციალისტს ირაკლი არაბულს დაუკავშირდა.

ირაკლი არაბული ამბობს, რომ ბევრი რამ პროდუქტის შეძენის მსურველზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინებაა აუცილებელი.

ირაკლი არაბული

ირაკლი არაბული:

სასურველია ჯერ ზუსტად გადავწყვიტოთ და ვიცოდეთ რა პროდუქტი შეძენა გვსურს.

ზოგჯერ ხდება ისეც, რომ პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ ვიზუალურად ძალიან ჰგავს იმ პროდუქტს, რომელიც გვსურს შეიძინოთ, სინამდვილეში კი აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობისაა.

მაგალითად ყველს ვიზუალურად ყველა ვცნობთ, თუმცა შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყველის ნაცვლად სხვა პროდუქტი შეგვრჩეს ხელში. თუ ეტიკეტზე დავაკვირდებით, ზედ ყველის სახელი საერთოდ არ აწერია - არც იმერული, არც ქარხნული... და შემადგენლობას რომ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ დამზადებულია აღდგენილი რძისგან ანუ რძის ფხვნილისგან და დამატებული აქვს სხვადასხვა მცენარეული ცხიმები - მაგალითად პალმის, რაფსის, სოიის და ასე შემდეგ.

ყველი

ეს პროდუქტი არ არის ყველი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ყველი უნდა მზადდებოდეს ნედლი რძისგან და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მას ყველი ერქვას.

შემთხვევები, როცა არასწორი მასალით დამზადებული პროდუქტი ყველის სახელით იყიდება, ძალიან იშვიათია, რადგან ეს კანონდარღვევაა, და საჯარომო სანქციებით ისჯება.... მაგრამ შეიძლება ასეთი რძის ნაწარმის შემცვლელი პროდუქტები შეგვხვდეს სახელებით -„ იმერელი“, „სახაჭაპურე“ და ასე შემდეგ.

ყველი

კანონმდებლობით ასეთი პროდუქტის გაყიდვა დაშვებულია. მისი გაყიდვით მეწარმე კანონს არ არღვევს. მთავარია მომხმარებელს მიაწოდო ინფორმაცია და იცოდეს რასთან აქვს საქმე.

ეტიკეტზე შემადგენლობის მითითებით, მწარმოებელი გაფრთხილებს, გეუბნება და იყიდი თუ არა, ამას შენ წყვეტ...

მომხმარებელს გადასწყვეტია რას შეიძენს რძის პროდუქტს თუ ტექნოლოგიებით მიღებულ რძის ფხვნილისგან დამზადებულ, მცენარეული ცხიმებით სავსე პროდუქტს.

რაც შეხება ინგრედიენტებს, შეიძლება ბაზარზე არსებობდეს პროდუქტი, რომლის ინგრედიენტებიც საკვებად დაშვებულია, მაგრამ როცა დიდი რაოდენობით მივირთმევთ ამ პროდუქტს, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ მხოლოდ ინგრედიენტების მიხედვით პროდუქტის შერჩევა არასწორია.

ავტორი: ზმნა

02/11/2026

ირაკლი არაბულიპროდუქტისურსათიყველი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024