სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ყავა მილიონობით ადამიანის დილის განუყრელი რიტუალი და ენერგიის მთავარი წყაროა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ საყვარელმა სასმელმა შესაძლოა ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობასა და განსაკუთრებით კბილების ჯანმრთელობას, სერიოზული საფრთხე შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ თუ მას არასწორად მივირთმევთ.

ხშირად პრობლემა არა თავად ყავაში, არამედ იმ დროის ხანგრძლივობაშია, რასაც მის დალევას ვუთმობთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ყავის სმისას და რატომ უნდა გადავხედოთ დილის რუტინას?
და კიდევ, როგორ მოახერხოს ახალბედა დედამ ყავის მშვიდად დალევა?
გთავაზობთ სტომატოლოგი ნუცა გედენიძის რჩევას დილის ყავის მოყვარული დედებისთვის.

"ცივი ყავის სეზონია და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს , რომ ბევრი თქვენგანი ყავას არასწორად სვამს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დედა ხართ.
დედები ხშირად დილით გაკეთებულ ყავას საღამოს ვასრულებთ ხოლმე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში დრო არ გვაქვს და მეორე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ჩვენი მთელი დღე ყავის წრუპვით, ჩვენს კბილებს ვატრავმირებთ, ანუ მთლი დღის განმავლობაში, ქრონიკულად მჟავურ შეტევაში ვამყოფებთ.

გამოსავალი ძალიან მარტივია. დაახლოებით 20-30 წუთით უნდა გადავულოცოთ ჩვენი შვილები მამიკოებს და ერთ დალევაზე წყნარად მივირთვათ ჩვენი დილის ყავა,"- გვირჩევს ექიმი.
07/21/2026