Logo

საზოგადოება

როგორ დავზოგოთ გაზის გადასახადი - სპეციალისტის რჩევები

როგორ დავზოგოთ გაზის გადასახადი - სპეციალისტის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოხმარებული გაზის რაოდენობის და შესაბამისად გაზის გადასახადის ზრდა?

მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩივის, რომ მათ ბინაში გაზის გადასახადი ზოგჯერ უჩვეულოდ მაღალია მაშინ, როცა მათ მეგობრებთან და ახლობლებთან იგივე ტიპის გამათბობელი, იგივე ფართის სახლში ნაკლებ გაზს მოიხმარს.

გამათბობელი

შეიძლება თუ არა გაზის გადასახადის ზრდა გამათბობელი დანადგარის არასწორ მუშაობაზე იყოს დამოკიდებული?

სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით გაზის გადასახადის შემცირება შესაძლებელია.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე:

„რამდენი გროვდება გაზის გადასახადი პირველ რიგში დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე. რაც უფრო ცივა გარეთ, მეტი დატვირთვით მუშაობს დანადგარი.

ასევე მნიშვნელოვანია, რა ტემპერატურას ვინარჩუნებთ ჩვენს საცხოვრებელ ფართში. ოპტიმალური ტემპერატურა 20-21 გრადუსია თუ მოვინდომებთ ტემპერატურის ერთი გრადუსით გაზრდასაც კი, ეს ხარჯს 6-7 %-ით ზრდის.

გათბობა

მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორია სახლის თერმოიზოლაცია და რამდენად ჰერმეტულადაა ჩასმული კარები და ფანჯრები. რაც ნაკლებად დაცულია ჰერმეტულობა, დანადგარი იძულებულია ბევრი გაზი მოიხმაროს ოთახში სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

გარე კედლების თერმოიზოლაცია, ჰერმეტულობა, საცხოვრებელი ფართის ზომა, ჭერის სიმაღლე, ასევე ის მაჩვენებელი, რა ტემპერატურაზე გრძნობს თავს კომფორტულად აბონენტი - ეს ის ფაქტორებია, რომელზეც გაზის მოხმარების რაოდენობა და შესაბამისად კომუნალური გადასახადია დამოკიდებული.“

ავტორი: ზმნა

10/30/2025

გაზის გადასახადიგათბობადაზოგვაზამთარირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024