Logo

როგორ გაჩნდა გამოთქმა პანიკური შიში?

როგორ გაჩნდა  გამოთქმა პანიკური შიში?

12/15/2025

ტექსტის ზომა

პანიკა მედიცინასა და ფსიქოლოგიაში მიღებული ტერმინია, ხოლო პანიკური შეტევა შიშისა და შფოთვის განცდაა, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაეუფლოს ადამიანს.

ამგვარი შეგრძნებით პასუხობს ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკა, ცხოვრებაში მიმდინარე არასასიამოვნო მოვლენებსა და სტრესს.

„პანიკაში ჩავვარდი“, „პანიკურმა შიშმა შემომიტია“, „პანიკამ მომიცვა“ -ეს ფრაზები გონებაში მაშინვე განგაშის, შიშის, საფრთხის ასოციაციას იწვევს. არადა, პანიკა, იგივე პანი, ბერძნულ მითოლოგიაში ტყეებისა და ჭალების ღვთაებაა, არც ისე საშიში და მხიარულიც კი.

პანიკა

ბერძნების წარმოდგენით პანი მხიარული ღმერთი იყო, იგი დაეხეტებოდა მთებსა და ტყეებში, უკრავდა თავისსავე გამოგონილ სალამურზე და ცეკვავდა ნიმფებთან ერთად. როდესაც პანი შუადღისით იძინებდა, მასთან ერთად იძინებდა ბუნებაც. ეს სიჩუმე წმინდა იყო და ვერავინ ბედავდა მის დარღვევას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევდა სიჩუმეს ან შეაწუხებდა პანს მარტო ყოფნისას, პანი საშინელ ყვირილს ატეხდა და სიმყუდროვის დამრღვევს "პანიკურ შიშს" ჰგვრიდა.

სწორედ აქედან მოდის გამოთქმა პანიკური შიში, რომელიც სამედიცინო ტერმინად და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერად იქცა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მითოლოგიაპანიკაპანიკური შიშიტერმინი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026