Logo

როგორ გავალღოთ პროდუქტი სწორად? - ირაკლი არაბულის რჩევები

როგორ გავალღოთ პროდუქტი სწორად? - ირაკლი არაბულის რჩევები

03/22/2026

ტექსტის ზომა


გაყინული საკვები პროდუქტები, ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად პროდუქტის გალღობისას და მოხმარების დროს და რა აუცილებელი წესების გათვალისწინებაა საჭირო?სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვირჩევს.

ქათმის ფილეს გალღობის ორი უსაფრთხო მეთოდი:

1. გალღობა მაცივარში (ყველაზე უსაფრთხო მეთოდი)

გალღვობა

  • გამოიღეთ პროდუქტი საყინულიდან და მოათავსეთ მაცივრის ქვედა თაროზე (პლუს განყოფილებაში).
  • სასურველია პროდუქტი იდოს ჭურჭელში, რომელსაც აქვს ბადე/საწური, რათა გალღობისას გამოყოფილი სითხე პროდუქტს არ ეხებოდეს.
  • ეს მეთოდი ყველაზე ნელია, თუმცა ყველაზე უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

2. გალღობა ცივი გამდინარე წყლის ქვეშ

გალღვობა

  • თუ პროდუქტის სწრაფად გალღობა გჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი გამდინარე წყალი.
  • მნიშვნელოვანია: პროდუქტი უნდა იყოს თავის პირველად შეფუთვაში (პაკეტში), რათა წყალი უშუალოდ ხორცს არ შეეხოს.

რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში?

გალღვობა

  • ოთახის ტემპერატურაზე დატოვება: კატეგორიულად აკრძალულია პროდუქტის დატოვება მაგიდაზე გასალღობად.
  • თბილი ან ცხელი წყალი: არ შეიძლება პროდუქტის თბილ წყალში მოთავსება. რატომ? ოთახის ტემპერატურაზე ან თბილ წყალში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, რამაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს," - გვირჩევს ირაკლი არაბული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გალღვობაირაკლი არაბულიპროდუქტირჩევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026