Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ გავიღვიძოთ დილით მარტივად? - ექიმი გვირჩევს

როგორ გავიღვიძოთ დილით მარტივად? - ექიმი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, დილა ერთი და იგივე სცენარით იწყება. მაღვიძარას ზარი, ღილაკზე თითის დაჭერა და დაღლილობისა და სტრესის შეგრძნებით გაღვიძება.

თუ თქვენც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც დილით გაღვიძება უჭირთ და მაღვიძარას ხმის გაგონებაზე შფოთვა ეწყება, ექიმი გიორგი ოდიშვილის რჩევა თქვენთვისაა.

გიორგი ოდიშვილი

ექიმი გვიზიარებს მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ უნდა მოვატყუოთ ტვინი მაღვიძარას დახმარებით, რომ დღე სტრესის ნაცვლად, სიტუაციის კონტროლის შეგრძნებით დავიწყოთ.

„თუ ყოველ დილით გიჭირთ გაღვიძება და თქვენს მაღვიძარაზე ყოველ წუთში "ალარმია" დაყენებული, გასწავლი ერთ პატარა ხრიკს, რომელიც დილით ადრე ადგომას შედარებით გაგიმარტივებთ.

მაღვიძარა

ეს ფსიქოლოგიური ხრიკი მდგომარეობს შემდეგში: პირობითად, დილის 5:00 საათზე მაღვიძარას დაყენების ნაცვლად, უნდა დააყენოთ ის, მაგალითად, 5:07-ზე. უმრავლესობა იკითხავს, რა განსხვავებაა ამ 7 წუთში?
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სრული დრო, როგორიც არის მაგალითად 6:00, 7:00 საათი, ჩვენს თავის ტვინსა და ქვეცნობიერზე მოქმედებს, როგორც ვალდებულება - სამსახური, ჩანიშნული შეხვედრა, რომელზეც აუცილებელია რომ იყოთ.

არაზუსტი დრო კი, როგორიცაა პირობითად 7:07 ან 7:19 საათი, აღიქმება როგორც დრო, რომელიც ჩვენმა ტვინმა თვითონ აირჩია.

საათი

ასეთი უმცირესი დეტალიც კი გავლენას ახდენს ავტონომიის შეგრძნებაზე, ანუ იმ შეგრძნებაზე, რომელიც გიქმნით წარმოდგენას, რომ სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ არის. ეს შეგრძნება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ დავიწყებთ დილას და როგორ ხასიათზე ვიქნებით - მოტივირებულები თუ დასტრესილები.
აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი, ის დაგეხმარებათ," - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

06/29/2026

გიორგი ოდიშვილიდილაექიმიმაღვიძარარჩევა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024