ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვის აღზრდაზე საუბრისას, ხშირად გვგონია, რომ მთავარი მხოლოდ სიტყვები, მითითებები, შენიშვნები და რჩევებია. თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვები ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს ყოველდღიურ ქცევებს, ემოციებსა და ცხოვრების წესს „კითხულობენ“.
ისინი იმახსოვრებენ არა მხოლოდ იმას, რასაც ვეუბნებით, არამედ იმასაც, როგორ ვესაუბრებით სხვებს, როგორ ვრეაგირებთ სირთულეებზე, როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და რამდენად ბედნიერები ვართ. სწორედ ამიტომ, აღზრდის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ხშირად ჩვენი პირადი მაგალითია.

კლინიკური ფსიქოლოგი ნანა ფიფია, მშობლებს აღმზრდელობითი პროცესის იმ ნიუანსებს შეახსენებს, რომლებსაც მიზანმიმართული განზრახვის გარეშე ვახორციელებთ.
ნანა ფიფია:
"იცით, განსაკუთრებულად როდის მუშაობს აღმზრდელობითი პროცესი? გაგიკვირდებათ და სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ამით არ ხართ დაკავებული.
ბავშვისთვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს იმას, რასაც ის ისმენს და ხედავს სწორედ მაშინ, როდესაც მშობელი მიზანმიმართულად არ არის მისი აღზრდით დაკავებული.
05/14/2026