Logo

საზოგადოება

როგორ გვატყუებდნენ საბჭოთა კავშირში - ბოროტების იმპერიაში

როგორ გვატყუებდნენ საბჭოთა კავშირში - ბოროტების იმპერიაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საბჭოთა კავშირი 30 წელზე მეტია დაიშალა, მაგრამ დღემდე რჩება პოსტაბჭორთა ხალხების პრობლემად. 70 წლიანი ტოტალიტარიზმის გავლენის აღმოფხვრას ეს დრო არ ეყო. საბჭოთა მემკვიდრეობა პოსტსაბჭოთა ხალხების უდიდეს ნაწილს დღემდე მძიმე ტვირთად გვკიდია კისერზე და უკან - სიბნელეში გვეპატიჟება. რაც უფრო კარგად გვეხსომება ცხოვრება ტყუილების და ძალმომრეობის იმპერიაში, მით უფრო გაგვიიოლდება მისგან განთავისუფლება. ეს სტატიაც უფრო იმათთვისაა, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, საბჭოთა სკოლაში არ უსწავლია, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა.

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოგლეჯილი იყო სიმართლე ჩვენს პირველ რესპუბლიკაზე: მისი დაბადება, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო არსებობა, საბჭოთა ოკუპაცია. ხალხს აჯერებდნენ, რომ 1921 წელს რუსეთის არმიამ საქართველო კი არ დაიპყრო, არამედ - გაანთავისუფლა.

ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ ცენტრალური არხიდან და სამთავრობო გაზეთებიდან, საიდანაც გვპირდებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაეწეოდა და გაუსწრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხალხს ჩასჩიჩინებდნენ, რომ დასავლეთი იყო ბოროტი, რომ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი უნდოდა, საბჭოთა კავშირი კი მშვიდობას აშენებდა. ამ ტყუილზე აგებდნენ პროპაგანდას და თან ჩვენი ახალგაზრდები იძულების წესით საბჭოთა კავშირის ომშებში მიყავდათ.

1927 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციაში ჩაწერეს: „საბჭოთა კავშირი თავშესაფრის უფლებას აძლევს უცხოელებს, რომლებსაც სდევნიან მშვიდობის დაცვის საქმისთვის და ეროვნულ - გამანთავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობისთვის.“ამ დროისთვის საქართველოში დახვრეტილი იყო ათასობით პატრიოტი ოკუპანტებთან და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

საბჭოთა კონსტიტუციაში ისიც ეწერა, რომ ერთპარტიული სისტემით ხელისუფლება „ცენტრალიზებული დემოკრატიით“ აირჩეოდა, არჩევანი კი არ არსებობდა.

საქართველოს საბჭოთა რესუბლიკას ქაღალზე ჰქონდა კავშირიდან გასვლის უფლებაც, ამ დროს კი დაპყრობილი და უუფლებო იყო. იმდენად უუფლებო, რომ 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა სადამჯელო მანქანამ სკოლის მოსწავლე გოგონები და ქალები დაგვიხოცა დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებისთვის.

სწორად შენიშნა ერთხელ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ - სიმართლის დევნამ და ტყუილის ძალმომროებამ იმას მიაღწია, რომ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში მოსახლოების ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობდა. ასეთი იყო საბჭოთა ბოროტება.

პიონერები

პროპაგანდამ მასებს დააჯერა, რომ 1921 წელს საბჭოთა არმიამ საქართველო გაანთავისუფლა „დასავლელი იმპერიალისტების“ გავლენისგან, რომ მანამდე იყო „დიქტატურა" და მერე მოვიდა დემოკრატია. სიცრუის და ძალმომრეობის პროპაგანდა ომს საქართველოსთან, ტერორს, ძალიან ბევრის კვლას და გადასახლებას მშვიდობად ნათლავდა, ოკუპაციას - განთავისუფლებად, დემოკრატიას მონობად, მონობას კი - დემოკრატიად.

1983 წელს საბჭოთა საქართველოში პომპეზურად აღნიშნეს გეორგიევსკის ტრაქტაქტის ხელმოწერიდან 200 წლისთავი. საბჭოთა კავშირმა საქართველოს ამ ტრაქტატის გაფორმებას მოყოლებული 2 საუკუნოვანი უბედურება აზეიმა და ნახეთ, როგორ მიმართა მაშინ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა არმიას:

ედუარდ შევარდნაძე

„გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის ორას წლისთავს ვულოცავ საბჭოთა არმიის მეომრებს. თქვენი სახით ჩვენი ხალხი ხედავს ლეგენდარულ მეთერთმეტე არმიას, საქართველოს მშრომელთა მოხმობით რომ მოვიდა აჯანყებულთა დასახმარებლად, რომელიც 1921 წელს აღსდგა საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად.“

გაიმეორა რუსულ-ბოლშევიკური დეზინფორმაცია, რომლის გასავრცელებლადაც საბჭოთა ხელისუფლება ზოგიერთ გავლენიან ევროპელ კომუნისტსაც იყენებდა, მაგალითად, ფრაგ მწერალს ბარბიუსს. მის მიერ პარიზში გამოცემულ წიგნზე აღშფოთებით წერდა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ქართული ემიგრანტული პრესა:

„დ. შარაშიძემ მოკლედ გაარჩია ბოლშევიკების შედგენილი და ბარბიუსის ხელმოწერილი უმსგავსო წიგნი. სრულიად გააქარწყლა ავტორის ლეგენდები ბოლშევიკების მიერ საქართველოს გაბედნიერებაზე და სასაცილო ვერსია, რომ რუსეთი კი არ დასცემია თავს საქართველოს, არამედ ეს უკანასკნელი თავისი მრავალრიცხოვანი ჯარით შეესია რუსეთს, რომელიც იძულებული გახდა დაეცვა თავი. თურმე ამ შეტაკების დროს ქართველ ხალხს მოუხდენია რევოლუცია და მოუწვევია წითელი არმია.“

კომუნიზმიკომუნიკომუნიზმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილ პატრიოტებს ევროპაში უწევდათ სერიოზული მუშაობა, დამპყრობლის ამ სასაცილო დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ყველაფერი ახალი მართლაც რომ კარგად დავიწყებული ძველია, რუსეთის მეთოდებიც მარტივი, ძველი, არაერთხელ ნაცადი და მაინც უვერაგესი. ქართველ პატრიოტებს ხომ საუკუნის მერეც მოუწიათ მუშაობა და ბრძოლა დამპყრობლის დეზინფორმაციის გასაქარწყლებმად და მტკიცება, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს არ დაუწყია.

ავტორი: ელენე ლომთაძე

12/19/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024