Logo

"როგორ იბრძოდი ექვსი დღე. ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი..." რუსთავი ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობს

"როგორ იბრძოდი ექვსი დღე. ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი..." რუსთავი ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობს

02/27/2026

ტექსტის ზომა

27 წლის დავით გვაზავა ექვსი დღე იბრძოდა კლინიკაში. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ავტოავარიის შედეგად, ახალგაზრდა პოლიციელი 20 თებერვალს დაშავდა.

რუსთაველ დავით გვაზავას ახლობლები, სოციალურ ქსელში, ემოციურად ემშვიდობებიან.

"ძმაო დათუნა…

გული მომიკალი… როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი, ისევ მაგრად დადგებოდი და ეს ტკივილიანი 6 დღე თავის შედეგს გამოიღებდა. იმედით ვიყავით ბოლომდე და ეგ იმედი დღეს დიდ ტკივილად გვექცა.
ძალიან დაგვწყვიტე გული, ძმაო… სიტყვები არ მყოფნის ეს გრძნობა რომ ავხსნა. ისეთი სიცარიელეა უშენოდ, რომელსაც ვერაფერი შეავსებს.
მშვიდად განისვენე, ძმაო… მუდამ ჩვენს გულებში იქნები, როგორც ნამდვილი ადამიანი."

"ჩემი სუპერ პოლიციელი ძმა, ჩემი დათუნა აღარ მყავს. ჩემი კეთილშობილი, ჩემი ჭკვიანი ბიჭი და ყველაზე სიმპატიური. როგორ მეამაყებოდი და ახლა რა ვქნა? ჩვენი ბავშვობა დათუნა... ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი, არა. როგორ იბრძოდი 6 დღე. ძალიან მიყვარხარ, ჩემო პატარა ძამიკო".

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026