Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ ხდება მსხვერპლი მოძალადეზე დამოკიდებული? - ნათია ფანჯიკიძის განმარტება

როგორ ხდება მსხვერპლი მოძალადეზე დამოკიდებული? - ნათია ფანჯიკიძის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფსიქოლოგიური აგრესია ყოველთვის თვალსაჩინო და აშკარა არ არის. ხშირად ის ფარულ, მანიპულაციურ ფორმებს იღებს, რომელთა მიზანიც მსხვერპლის სრული კონტროლია.

როგორ იქცევა ფინანსური თუ ემოციური დამოკიდებულება ძალადობის იარაღად და რა ემართება ადამიანის ფსიქიკას მუდმივი დაძაბულობის ფონზე? ამ კითხვაზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ პოდკასტში "სტუმრად ანასთან" ისაუბრა.

ფსიქოლოგმა ადამიანის ტვინში მიმდინარე იმ ნეირობიოლოგიურ პროცესებზე ისაუბრა, რომლებიც მსხვერპლს „აზარტული მოთამაშის“ მსგავს ქცევით მოდელში ამწყვდევს, სადაც პრეფრონტალური ქერქი თავის ფუნქციას კარგავს და სიტუაციის საღად შეფასებას ვეღარ ასწრებს.

„ფსიქოლოგიური აგრესია შეიძლება იყოს, მაგალითად, ფინანსური დამოკიდებულების შენარჩუნება მუდმივად, ისე, რომ ადამიანი უშენოდ ფეხს ვერ გადადგამს, შენ თუ ფული არ ჩაურიცხე, ან მიეცი... ესეც არის კონტროლის მექანიზმი და ესეც შეიძლება ძალადობის იარაღად იქცეს.
ბევრი რამ შეიძლება იქცეს ძალადობის იარაღად, რითაც ადამიანი შენზე ხდება დამოკიდებული... მაგრამ არის კიდევ უფრო უარესი, ფიზიკური დამოკიდებულებაც... ამ დროს, მსხვერპლის ფსიქოლოგია იცვლება და ამ დაძაბულობაში, ისეთი დამოკიდებულება ემართება მძაფრ განცდაზე, მძაფრი განცდების მონაცვლეობაზე, როგორც მაგალითად, კაზინოს მოთამაშეს...

ანუ ტვინის ლიმბური სისტემა იმდენჯერ აკეთებს კონცენტრირებას ჰორმონებისას, რომ უკვე პრეფრონტალური კორტექსიც კი ვეღარ ასწრებს წაკითხვას როდის კარგი მოხდა, როდის ცუდი მოხდა და რა მოსწონს და რა არ მოსწონს...
ჩნდება შიმშილი აი, ამ ჰორმონების მოზღვავებაზე, ამ ადრენალინის თუ დოფამინის რყევებზე, რომელიც ჩნდება ემოციური დაძაბულობისა და მისი გაშვებისას,“ - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/21/2026

მოძალადემსხვერპლინათია ფანჯიკიძეფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024