Logo

საზოგადოება

როგორ მიუძღვნა ცნობილი სუნამო - Miss Dior-ი, სასტიკ წამებას გადარჩენილ დას, კრისტიან დიორმა?

როგორ მიუძღვნა ცნობილი სუნამო - Miss Dior-ი, სასტიკ წამებას გადარჩენილ დას, კრისტიან დიორმა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეს დიორების ისტორიაა. და-ძმობაზე, სიმამაცეზე, გაუტეხლობაზე და ცხადია, სიყვარულის ძალაზე...

ჟინეტ დიორი დიორების 5-შვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. ბავშვობიდან ძმასთან, კრისტიანთან, განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდა და ისინი, ფაქტობრივად, განუყრელები იყვნენ. 1936 წელს და-ძმა პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ბინა ერთად იქირავეს. მალევე გოგონამ ძმის რჩევით სახელი გადაირქვა და კატრინი გახდა. იგი პატარა სახელოსნოში დასაქმდა, სადაც ქუდებსა და ხელთათმანებს კერავდნენ. მოდა დიდად არ აინტერესებდა, მისი ძმა კი იმ პერიოდში აღიარების პირველ ნაბიჯებს დგამდა და პარიზის გავლენიან დიზაინერებთან თანამშრომლობდა.

დიორები

1940 წელს პარიზი გერმანიის ოკუპაციის ქვეშ მოექცა. გოგონამ კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მას "აგენტ კაროდ" მოიხსენიებდნენ, თვალყურს ადევნებდა მტრის ჯარების მოძრაობას, აფიქსირებდა დანაღმული ტერიტორიების რუკას და იღებდა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ფაშიზმზე გამარჯვების პროცესში დახმარება შეეძლო. ამავე პერიოდში კატრინი ერვე დე შარბონიერს შეხვდა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. 1944 წელს, მაშინ, როცა გამარჯვება ასე ახლოს იყო, კატრინი გესტაპოს ოფიცრებმა საკუთარ ბინაში დააკავეს და ქალთა ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. გოგონა ძმის გავლენამ და კავშირებმაც კი ვერ იხსნა ამ განსაცდელისაგან.

მას 45 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, ყინულიან წყალში აყვინთავებდნენ და თავზე ხელს აჭერდნენ…..

კატრინ დიორი - ფრანგული წინააღმდეგობის წევრი, გესტაპოს მიერ დაკითხვებსა და სასტიკ წამებას გადაურჩა, მაგრამ არცერთი თანამებრძოლი არ გასცა.

მისი სიცოცხლე ქალთა საკონცენტრაციო ბანაკებში, იძულებით შრომაში და “სიკვდილის მარშებში“ გაგრძელდა. საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა და საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ სიყვარული, სილამაზე და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს.

გათავისუფლების შემდეგ კატრინ დიორი საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. საკუთარი ფერმა გახსნა და ყვავილების მოყვანას შეუდგა.

დიორები

კრისტიან დიორი კი შთაგონებას საკუთარი დისა და მისი ულამაზესი ყვავილებისაგან იღებდა და საოცარ კოლექციებს ქმნიდა. როგორც ცნობილია, კატრინის ყვავილების ბაღმა დიორს სუნამო Miss Dior-ის შექმნის იდეა მიაწოდა. კატრინის ბაღში ძირითადად ვარდები და ჟასმინები იყო გაშენებული და აღნიშნული სუნამოც ამ შთაგონებითაა შექმნილი.

დიორები

მისმა ძმამ, კრისტიან დიორმა, თავისი პირველი სუნამო სწორედ მას მიუძღვნა. ასე დაიბადა „Miss Dior“ - არა გლამურის, არამედ გამძლეობის, დუმილისა და ღირსების სიმბოლო.

დიორი

დიორის პროდუქციაში საუკეთესო!

ეს სურნელი არასდროს ყოფილა მხოლოდ პარიზული ელეგანტობა. ის არის გადარჩენაზე, სიყვარულზე და უნარზე - ყველაფრის მიუხედავად ღირსეულად გააგრძელო სიცოცხლე…

ავტორი: ზმნა

02/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024