Logo

რელიგია

როგორ მიულოცა ილია მეორემ იუბილე პატრიარქ კირილს? - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იხსენებს

როგორ მიულოცა ილია მეორემ იუბილე  პატრიარქ კირილს? - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა საქართველოს პატრიარქის ერთ-ერთ ვიზიტს იხსენებს მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის აღსანიშნავ იუბილეზე.

„2016 წელი იყო, მოსკოვში დელეგაციაში ვიყავი პატრიარქთან ერთად. კირილე პატრიარქის 70 წლისთავი იყო.

მისალოცად იყო მთელი მართლმადიდებელი სამყარო ჩასული მოსკოვში. იქ მახსოვს, რომ ჩვენი პატრიარქი პრეზიდიუმში რომ იჯდა, სადაც ეპისკოპატი და მაღალი იერარქები ისხდნენ ვისაც მიჰყავდათ ეს სადღესასწაულო საღამო.


დაიწყო უწმინდესის მისასალმებელი სიტყვა, რომელიც წესით იუბილარის დამსახურებაზე უნდა ყოფილიყო, უნდა ეთქვა რაღაც ტკბილი სიტყვები, ნუ დაბადების დღე იყო ჩვეულებრივი...

და უწმინდესმა დაიწყო საუბარი კონფლიქტზე, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე და არ გაჩერდა! და საერთოდ არც მიულოცია კარგად. თქვა - მეო დარწმუნებული ვარო, რომ ყველაფერს გააკეთებთო, რომ ეს საშინელება, არ გამეორდეს კი არა, აღმოიფხვრას ეს უბედურებაო, თორემ იცოდეთო, როგორც თესავთო, ისე მოგიბრუნდებათო და ბუმერანგის პრინციპი არისო, ხომ იცითო, რასაც სხვას გაუკეთებთ, იმას გაგიკეთებენ და თქვენ უნდა ყველაფერი იღონოთ იმისთვის, რომ ხალხი დაბრუნდეს და აღდგეს ნორმალური ცხოვრებაო.

ეს იცით როგორი ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან? ყველა მიდიოდა რაღაც ბუკეტებით, ტაშით...

თან მაშინ ასე არ იყო დაძაბული ეკლესიათა შორის ურთიერთობა, ეს 2016 წელი იყო და რუსეთის ეკლესია ძლიერად იყო მსოფლიოში წარმოდგენილი. ახლა დღეს დევალვირდა მათი ფასი და მათი დამოკიდებულება, ისეთი რაღაცები გააკეთეს ვთქვათ უკრაინაში და ისეთი რაღაცა ხდება, მაგრამ მაშინ არ იყო ასე... კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც იყო წარმოდგენილი და არც ევქარისტიული კავშირი არ ჰქონდათ გაწყვეტილი და არაფერი," - იხსენებს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.

ავტორი: ზმნა

04/26/2026

ალექსანდრე გალდავადეკანოზიმოგონებაპატრიარქი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024