Logo

როგორ მივხვდეთ, რომ უბრალოდ დაღლილები კი არა, ემოციურად გადამწვრები ვართ? — ფსიქოლოგის განმარტება

როგორ მივხვდეთ, რომ უბრალოდ დაღლილები კი არა, ემოციურად გადამწვრები ვართ? — ფსიქოლოგის განმარტება

10/15/2026

ტექსტის ზომა

დაღლილობა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხშირად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, მუდმივ პასუხისმგებლობებსა და ენერგიის ნაკლებობას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევთ და გვგონია, რომ დასვენების შემდეგ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. თუმცა ზოგჯერ დაღლილობის მიღმა გაცილებით სერიოზული მდგომარეობა, ემოციური გადაწვა იმალება.


როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე უკვე უბრალოდ დაღლილობასთან აღარ გვაქვს? რა ნიშნები ახასიათებს გადაწვას? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე გვესაუბრება.

ნინი


"გადაწვას ახასიათებს სამი ძირითადი სვეტი:

1) ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა: როდესაც ენერგიის რეზერვი არის სრულიად ნულზე.

2) დეპერსონალიზაცია და ცინიზმი: ადამიანი იწყებს დისტანცირებას საზოგადოებისგან, ცდილობს იზოლირდეს, ჩნდება აპათია და ცინიკური დამოკიდებულება.

3) პროფესიული/პერსონალური ეფექტურობის განცდის დაკარგვა: ჩნდება განცდა, რომ რასაც აკეთებს, არაფერს აზრი არ აქვს და ის არაფერში არ არის საკმარისად კარგი ან კომპეტენტური.

გადაწვის მდგომარეობა არ დგება ერთ დღეში, ეს არის პროცესი, რომელიც დგება დროსთან ერთად და საკმაოდ ჩუმად. ჯერ იწყება ენთუზიაზმით და ჰიპერაქტიურობით და შემდეგ გადადის საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფის სურვილში და ბოლო ეტაპზე სრული ემოციური და კოგნიტიური ჩამოშლა ხდება," - განმარტავს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

გადაწვადაღლილობანინი დგებუაძეფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026