Logo

როგორ მოხვდა 2 წლის ქართველი ბიჭი ჯენიფერ ლოპესის ყურადღების ცენტრში?

როგორ მოხვდა 2 წლის ქართველი ბიჭი ჯენიფერ ლოპესის ყურადღების ცენტრში?

09/25/2026

ტექსტის ზომა

მსოფლიო ვარსკვლავის ყურადღების მისაქცევად ყოველთვის დიდი სცენა და მილიონიანი აუდიტორია არ არის საჭირო. ზოგჯერ ამისთვის ორი წლის ბავშვის ცეკვა და გულწრფელი სიყვარულიც საკმარისია.

პატარა ქართველი ბიჭი კახი, ჯენიფერ ლოპესის მუსიკის დიდი გულშემატკივარია. მის Instagram-გვერდზე little_jlover_kaxi ძირითადად ის ვიდეოები ქვეყნდება, რომლებშიც ბავშვი J.Lo-ს სიმღერებზე ცეკვავს და მის მოძრაობებს იმეორებს. ოჯახის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო თავად ჯენიფერ ლოპესმაც შენიშნა და საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა.
"კახიმ ჯენიფერ ლოპესის გული დაიპყრო," - წერს ბიჭის დედა თათია ადამია სოციალურ ქსელში.

Your browser does not support the video tag.


მოგვიანებით ვარსკვლავი კახის Instagram-გვერდის გამომწერიც გახდა და მის ახალ ვიდეოებსაც პერიოდულად გულების ემოციებით ეხმაურება.

ორი წლის ბათუმელი ბავშვის ყოველდღიურმა გართობამ სრულიად მოულოდნელი გაგრძლება იპოვა. მომღერალმა და მოცეკვავემ, რომლის მუსიკაზეც კახი ცეკვავს, მისი ვიდეო არა მხოლოდ ნახა, არამედ თავადაც გააზიარა და მისი გვერდის გამომწერიც გახდა.

სიმბოლურია თავად გვერდის სახელიც little_jlover_kaxi, ანუ „პატარა J.Lo-ს მოყვარული კახი.

დღეს კახის გვერდზე ჯენიფერ ლოპესის მუსიკაზე გადაღებული ვიდეოები ისევ აქტიურად ქვეყნდება, ვარსკვლავი კი მათზე პერიოდულად რეაგირებს.

კახი ჯიენიფერ ლოპესის მუსიკაზე ცეკვავს

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გულშემატკივარივარსკვლავიკახიჯეილოჯენიფერ ლოპესი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026