რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კასპის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარი, მამა ლევანი, რომელსაც საზოგადოება თვისი გულკეთილობით იცნობს, ფეისბუქზე საგულისხმო პოსტს აქვეყნებს.
"წუხელ რომ ვლოცულობდი, ვფიქრობდი, ამ პატარა ქვეყანაში, ამ პატარა ქალაქ კასპში და შემდეგ კიდევ ჩვენ ამ პატარა ტაძარში, როგორ მოხვდა მესამე საუკუნის დიდი წმინდანის, ბარბარეს ძვლის ნაწილი. (ხატზე არსებულ სანაწიოლეში მას ხედავთ).

ღმერთი ჩვენ ერს ოქროს, ბრილიანტებს და ნავთობებს არ გვიგზავნიდა, მხოლოდ სულიერ სიმდიდრეებით ამდიდრებდა საქართველოს, რაც თავის თავად, მის წინაშე ჩვენ პასუხისმგებლობას ზრდის.
ჩვენ რომ გარდავიცვლებით, ასჯერ მეტად მოგვთხოვენ პასუხს, სწორად ვიცხოვრეთ თუ - არა. ვლოცულობდით, ვეზიარებოდით, ვმარხულობდით, ტაძრებს და ადამიანებს ვეხმარებოდით თუ - არა, ვიდრე პირობითად, ირანელებს ან კანადელებს.
გვიშველოს მისმა წმინდა ლოცვამ" - წერს მოძღვარი სოციალურ ქსელში.
12/17/2025