Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის? - დაწყებითი საფეხურის პედაგოგის რჩევები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის? - დაწყებითი საფეხურის პედაგოგის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პირველ კლასში წასვლა ნებისმიერი ბავშვისა და მშობლის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ხშირად, მშობლები მთელ ენერგიას ბავშვისთვის წერა-კითხვის სწავლებასა და ლექსების დაზეპირებაზე ხარჯავენ, თუმცა დაწყებითი განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ემოციური მზაობა, პოზიტიური განწყობის შექმნა და ყოველდღიური პრაქტიკული უნარების განვითარებაა.

დაწყებითი განათლების პედაგოგმა ნათია უჩავამ პოდკასტში "ბედნიერი ბავშვი", მშობლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და პრაქტიკული რჩევები გააჟღერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი შვილებს სკოლის გარემოსთან მარტივ ადაპტაციაში და რა უნარებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სასწავლო წლის დაწყებამდე.

ნათია უჩავა

მშობლებს ვურჩევ ესაუბრონ ბავშვს სკოლაზე. შეუქმნან განწყობა, ჩამოუყალიბონ რაღაცა დამოკიდებულება, ოღონდ თავისი გავლენით არა.

არავითარ შემთხვევაში არ დააძალონ და არ ამეცადინონ წერაში ან კითხვაში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ბავშვს აქვს სურვილი და გამოხატავს ინტერესს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ვამეცადინოთ, ოღონდ ეს მეცადინეობაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თამაშით და არა მოწოდებით – „დაჯექი, აბა, ახლა ვიმეცადინოთ“!

სასურველია წინასწარი განწყობა შეუქმნან ბავშვს სკოლაზე, იმაზე, თუ რა დახვდება იქ... აუცილებელია, რომ თავისი მხარდაჭერა გამოხატონ და შეახსენონ ბავშვს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა მოხდეს სკოლაში, მის გვერდით იქნება, მას დაეხმარება, მასთან ერთად დაძლევს პრობლემებს.

საჭიროა პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა, პოზიტიური მესიჯები...

შეუძლიათ მოუყვანონ რამე მაგალითები - „აი, ნახე, რამდენ რამეს ისწავლი, გაიგებ, ითამაშებ, ახალი მეგობრები გეყოლება, მასწავლებელი...“ ასეთი წინასწარი განწყობის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე მინდა ამაზეც ვთქვა, საჭიროა ასწავლონ აუცილებლად საკუთარი ნივთების პატრონობა, ცნობა... აი, ასეთი უნარების განვითარებაზე იმუშაონ უფრო მეტად და არა ცოდნის დაგროვებაზე...

ხშირად მესმის ხოლმე - „აი, ჩემმა წერა-კითხვა იცის და იცის ამხელა ლექსი“ და მშობელი კმაყოფილია და მოსწონს, რომ შვილმა "ამხელა" ლექსი იცის. საერთოდ არ მიმაჩნია ეს, რომ რაღაცა განსაკუთრებულია და ამ დროს შეიძლება არ იცოდეს თასმის შეკვრა, არ იცოდეს მაკრატლის ხელში დაჭერა. აი, ესენი უფრო მნიშვნელოვანია და ამაზე ჯობს ყურადღების მიქცევა," - გვირჩევს ნათია უჩავა.

ავტორი: ზმნა

07/16/2026

ბავშვინათია უჩავაპირველი კლასისკოლა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024