სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბევრი ფიქრობს, რომ რუჯისთვის მოსამზადებლად, მხოლოდ მზისგან დამცავი კრემის შეძენა საკმარისია. სინამდვილეში, ჯანსაღი და ლამაზი რუჯი კანის სწორად მომზადებით იწყება.
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუჯი ლამაზად და თანაბრად დაჯდეს, ხოლო კანი ჯანმრთელი და დატენიანებული დარჩეს?
ამ კითხვებზე zmna.ge-ს ექიმმა კოსმეტოლოგმა მარიამ (ოთოსი) მიხელიძემ უპასუხა.

მარიამ (ოთოსი) მიხელიძე:
"რუჯის მიღება მხოლოდ ესთეტიკური პროცედურა არ არის-ეს არის კანის რეაქცია ულტრაიისფერ (UV) გამოსხივებაზე, რომელიც საჭიროებს სწორ მომზადებას, რათა შემცირდეს დამწვრობის, ფოტოდაბერების და ჰიპერპიგმენტაციის რისკი.
1. კანის საფუძვლიანი დატენიანება
რუჯამდე 7–10 დღით ადრე აუცილებელია კანის ინტენსიური დატენიანება. კარგად დატენიანებული ეპიდერმისი უფრო თანაბრად იღებს ფერს და ნაკლებად ზიანდება. რეკომენდებულია: ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებლები კერამიდებით გამდიდრებული კრემები სხეულის რძე ყოველდღიურად შხაპის შემდეგ.

2. ნაზი ექსფოლიაცია (აქერცვლა)
რუჯამდე 2–3 დღით ადრე საჭიროა მკვდარი უჯრედების მოცილება, რათა ფერი თანაბრად გადანაწილდეს: გამოიყენეთ ნაზი სკრაბი ან ქიმიური ექსფოლიანტი (AHA/BHA დაბალ კონცენტრაციაში) მოერიდეთ აგრესიულ პილინგებს და ლაზერულ პროცედურებს მინიმუმ 7–14 დღით ადრე.
3. კანის ბარიერის აღდგენა
თუ კანი მგრძნობიარეა ან დაზიანებულია, მნიშვნელოვანია ბარიერული ფუნქციის გაძლიერება: ნიაცინამიდი პანთენოლი და ლიპიდური კომპლექსები.

4. მზისგან დაცვა
აუცილებელი ეტაპი რუჯი არ ნიშნავს დაუცველ ექსპოზიციას. აუცილებელია: SPF 50 ფართო სპექტრის დაცვა განახლება ყოველ 2 საათში მზის პიკის საათების (11:00-16:00) თავიდან აცილება.
5. შიდა მომზადება
კანის ხარისხზე გავლენას ახდენს ორგანიზმის მდგომარეობაც: საკმარისი წყლის მიღება ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვება (ვიტამინი C, E, ბეტა-კაროტინი) ალკოჰოლის და დეჰიდრატაციის თავიდან აცილება.

6. განსაკუთრებული გაფრთხილება
აკნეს, დერმატიტის ან პიგმენტური პრობლემების მქონე პაციენტებმა რუჯამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ სპეციალისტთან ფოტოსენსიბილიზირებელი მედიკამენტების მიღებისას მზეზე ყოფნა უნდა შეიზღუდოს
კანის სწორი მომზადება უზრუნველყოფს უფრო თანაბარ, ხანგრძლივ და უსაფრთხო რუჯს, ამცირებს გართულებების რისკს და იცავს კანის ახალგაზრდობას."
06/25/2026