Logo

როგორ მოვამზადოთ კორკოტი და წანდილი?

როგორ მოვამზადოთ კორკოტი და წანდილი?

02/13/2026

ტექსტის ზომა

14 თებერვალს ქართულ ეკლესიაში ხორციელის შაბათი აღინიშნება, დღე, როდესაც ქრისტიანები სახლში კორკოტს, იგივე ხორბლის ფლავს ან წანდილს ამზადებენ...

კორკოტი მარილით და ერბოთი ზავდება, წანდილი - თაფლით, ქიშმიშითა და ნიგვზით.

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი სარიტუალო კერძის მომზადებას შეძლებთ.

კორკოტი

კორკოტი
დაბეგვილი კორკოტი დავალბოთ და მოვხარშოთ კარგად. შევფუთოთ და გავაჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია მეორე დღემდე. ისევ შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, შევაზილოთ წინასწარ წამოდუღებული რძე და მარილი. მაგიდასთან მიტანის წინ დავუმატოთ ერბო.

წანდილი

წანდილი

ხორბალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ და შევფუთოთ. ნელთბილს ჩავაყაროთ გარეცხილი, დარჩეული ქიშმიში, თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კორკოტიკორკოტობარეცეპტიწანდილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026