სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მნიშვნელოვანი ღონისძიების, ქორწილის, დაბადების დღის თუ შვებულების მოახლოებასთან ერთად, ადამიანებს მოკლე დროში უკეთეს ფორმაში ჩადგომის სურვილი უჩნდებათ. თუმცა, სწრაფი შედეგის მიღების მცდელობა ხშირად მკაცრ დიეტებსა და შიმშილობას უკავშირდება, რაც არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
როგორ შევამციროთ შებერილობა, დავიკლოთ ზედმეტი სითხე, ვიგრძნოთ თავი უფრო მსუბუქად და ენერგიულად სულ რამდენიმე კვირაში? კვების კონსულტანტი ნინო სოსელია გვიზიარებს მარტივ, მაგრამ ეფექტურ რეკომენდაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან დღემდე საუკეთესო ფორმაში ჩადგომაში დაგეხმარებათ.

"მოდი, შევთანხმდეთ, რომ შიმშილობა არ მუშაობს. ასე მხოლოდ ორგანიზმს გამოფიტავ, ღონისძიებაზე კი დაღლილი თვალებით და მოთენთილი მიხვალ.
თუ გინდა, რომ სულ რამდენიმე კვირაში (ან დღეშიც კი) მაქსიმალური შედეგი მიიღო და თან ბრწყინავდე, ეს 3 ოქროს წესი დაიცავი:
1. ხშირად ზედმეტი კილოგრამები არა ცხიმი, არამედ ორგანიზმში დაკავებული სითხეა. შეამცირე მარილი და მლაშე პროდუქტები (ისინი წყალს აკავებენ). პირიქით, გაზარდე სუფთა წყლის მიღება. რაც უფრო მეტ წყალს სვამ, მით უფრო მარტივად თავისუფლდება ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და „იფუშები“.
2. ღონისძიებამდე სრულიად ამოიღე რაციონიდან შაქარი, ცომეული და გაზიანი სასმელები. მათ ნაცვლად აქცენტი გააკეთე ცილაზე (ქათამი, თევზი, კვერცხი) და მწვანე ბოსტნეულზე. ეს მოგცემს დანაყრების შეგრძნებას, ენერგიას და მუცლის შებერილობასაც მომენტალურად მოგიხსნის.
3. სტრესი და უძილობა წონის კლების მთავარი მტრებია. როცა არ გძინავს, ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც ხელს უშლის წონის კლებას და პირიქით, ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას მუცლის არეში. გამოიძინე მინიმუმ 7-8 საათი!
თუ ეფექტის გაორმაგება გინდა, დაამატე ფიზიკური აქტივობა, მაგალითად სწრაფი სიარული დღეში 30-40 წუთი," - გვირჩევს ნინო სოსელია.
06/21/2026