სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აგარაკი მხოლოდ დასასვენებელი ადგილი აღარ არის — ეს არის სივრცე, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიმსუბუქო სტრესული გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. გარდა ამისა, აგარაკი ადგილია, სადაც, სუფთა ჰაერზე ყოფნას და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას ვახერხებთ. როგორც წესი, ასეთი დანიშნულების სივრცე, დაყოფილია ორ მნიშვნელოვან ზონად - შიდა და გარე ზონები.
აგარაკზე სწორად მოწყობილი ზამთრის და ზაფხულის სივრცეები, როგორც წესი, სტუმრის და მასპინძლის გარანტირებულ კომფორტს ქმნის. სწორედ ამიტომ, აგარაკის მოწყობა უნდა იყოს ერთდროულად ლამაზი, პრაქტიკული და ყველა სეზონზე მორგებული.
აგარაკის მოწყობისას მთავარი პრინციპი არის ფუნქციური ზონების შექმნა. სივრცე შეიძლება დაყოთ - დასასვენებელ, სტუმრების მისაღებ, ტერასა ან ეზო, ბარბექიუს ან გარე სამზარეულოს ზონებად.

ასე თითოეულ სივრცეს ექნება თავისი დანიშნულება, რითიც სივრცის პრაქტიკული დანიშნულება ბევრად გაიზრდება.
გარე სივრცე ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, სადაც სტუმრობა დღესასწაულად შეიძლება იქცეს.
კომფორტისა და სტილის ბალანსს ქმნის გარე ავეჯი.
გარე სივრცისთვის შერჩეული ავეჯის კომპლექტი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გარემო პირობების შესაბამისი, ამინდთან ადაპტირებული და გამძლე. ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანია:
მეტალის ან როტანგის ავეჯი, წყალგამძლე ქსოვილები, მარტივად გასაწმენდი ზედაპირები - ამ ყველაფერს სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ექსპერტები გვირჩევენ.

„მიჰაუსის“ უდიდეს და მრავლფეროვან სივრცეში, ასევე შესაძლებელია ფერების სწორად შერჩევა, რომელიც ხარისხთან ერთად ქმნის ხალისიან და სასიამოვნო გარემოს - ექსპერტები ყურადღებას ღია ტონებზე აჩერებენ, რაც სიმსუბუქეს მატებს სივრცეს, ხოლო მუქი ელემენტები სტილსა და კონტრასტს უსვამს ხაზს.
ნებისმისერ სეზონზე აგარაკის ცენტრალური ნაწილია ბარბექიუ და outdoor cooking - ღია სამზარეულო ნაწილი.
ბარბექიუ ან გრილი აგარაკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ეს არ არის მხოლოდ კულინარია - ეს არის სოციალური გამოცდილება, რომელიც ამარტივებს სტუმრების მიღებას, ქმნის თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს და უზრუნველყოფს ფუნქციონალურობას.
ყველანაირი კომფორტისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფღთხოება და გამძლეობა, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია იატაკის მასალის და გარე ფილების შერჩევის დროს.
„მიჰაუსის“ გამოცდილი ექსპერტების რჩევით, შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ -მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, ტენგამძლეობას და ტემპერატურის ცვლილებებისადმი მდგრადობა.
მეტლახი და კერამიკული ფილები კი საუკეთესო არჩევანია ეზოსა და ტერასისთვის - ისინი პრაქტიკულია და გამძლე ნებისმიერ ამინდში.
სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის მთავარი საიდუმლოა განათება.
ეზოს განათება არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ფუნქციურ ატრიბუტად. განათება ქმნის მხატვრულ დეკორაციას, იგი მეტ პომპეზურობას სძენს ნებისმიერ გარე სივრცეს და ქმნის განწყობას. ამისთვის უნდა გამოიყენოთ - დეკორატიული სანათები, კედლისა და ბილიკის განათება, თბილი ტონის ნათურები დასასვენებელ ზონაში.

სწორი განათება აგარაკს საღამოს კომფორტულობასთან ერთად, განსაკუთრებულ სილამაზეს და სისადავეს სძენს.
სეზონური კომფორტი - ზაფხულიდან შემოდგომამდე
სწორად და კარგად მოწყობილი გარე სივრცე, ყველა სეზონზე მოხმარებადი უნდა იყოს - ზაფხულში მნიშვნელოვანია ჩრდილი და ვენტილაცია. გრილ ამინდში გასათვალისწინებელია გათბობის ლამფები ან პორტატული გამათბობლები.
ამ დეტალების გათვალისწინებით, აგარაკი არ იქნება მხოლოდ სეზონური, არამედ იგი მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო სივრცედ იქცევა.
იმისათვის რომ კომფორტის გამძლეობა და ხარისხი შევინარჩუნოთ, აუცილებელია აგარაკის მოვლა და შენახვა.
გარე ინფრასტრუქტურის მოვლისთვის არსებობს უამრავი საშუალება, ავეჯის და ზოგადად, სივრცის სისუფთავის და ხანგრძლივობის გარანტია, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ - დამცავი საფარები, პერიოდულად ზედაპირები გაწმინდეთ სპეციალური საშუალებებით და ტექსტილი შეინახეთ მშრალ სივრცეში.

ეს დაგეხმარებათ, რომ სივრცემ სილამაზესთან ერთად, დიდხანს შეინარჩუნოს ხარისხი.
ამ ყველაფრის სრული გადაწყვეტა თქვენ შეგიძლიათ მოახერხოთ ერთ სივრცეში - მიჰაუსი არის ადგილი, სადაც თქვენი აგარაკისთვის შეარჩევთ ყველა საჭირო ნივთს, ლამაზს, პრაქტიკულს და ხარისხიანს.
მიჰაუსთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იდეალური გარემო ერთიანი სტილითა და გემოვნებით - მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად.
05/27/2026