Logo

როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის სწორად - "მიჰაუსის" ექსპერტების რჩევები

როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის სწორად - "მიჰაუსის" ექსპერტების რჩევები

09/11/2026

ტექსტის ზომა

ზამთრისთვის სახლის მომზადება მხოლოდ თბილი ტანსაცმლისა და პლედების გადმოლაგებას არ ნიშნავს. ცივი სეზონის დაწყებამდე ყურადღება თვითონ სახლსაც სჭირდება.

სეზონის დაწყებამდე სასურველია შევამოწმოთ გათბობის სისტემა, ფანჯრები და კარები, მოვაწესრიგოთ ის ადგილები, საიდანაც სითბო იკარგება და წინასწარ ვიზრუნოთ, რომ ყველაზე ცივ დღეებში ტექნიკური პრობლემები მოულოდნელად არ შეგვექმნას.

გათბობა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე მარტივი დეტალის გადამოწმებაა - ხომ არ ატარებს ფანჯარა ან კარი ცივ ჰაერს, გამართულად მუშაობს თუ არა გათბობის სისტემა, სჭირდება თუ არა რადიატორებს გაწმენდა ან შემოწმება, რამდენად კარგად ინარჩუნებს სახლი სითბოს და ხომ არ გვაქვს ჩასატარებელი მცირე რემონტი, რომელიც ზამთარში გაცილებით უფრო შემაწუხებელი გახდება.

დაზიანებული კარის ან ფანჯრის იზოლაციამ შეიძლება ოთახში ტემპერატურის შენარჩუნება გაართულოს, ხოლო გაუმართავმა გათბობის მოწყობილობამ არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ ენერგიის მოხმარებაზეც იმოქმედოს. ამიტომ ასეთ საკითხებზე ზრუნვა უმჯობესია მანამდე დავიწყოთ, სანამ ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

გათბობა

რა უნდა ვიცოდეთ, რა ითხოვს გადამოწმებას და როგორ მოვემზადოთ ზამთრის სეზონის დაწყებამდე? ამ კითხვებით zmna.ge სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსს“ დაუკავშირდა.

"მიჰაუსის" ექსპერტებმა,საკუთარი გამოცდილებით დადასტურებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაგვიზიარეს, რომელთა გათვალისწინებაც დისკომფორტის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

გათბობის სისტემა სეზონის დაწყებამდე შეამოწმეთ

თუ სახლში ცენტრალური გათბობა გაქვთ, პირველ რიგში მთლიანად სისტემის მდგომარეობა უნდა შეაფასოთ. ყურადღება მიაქციეთ, გამართულად მუშაობს თუ არა ცენტრალური გათბობის ქვაბი, სწორია თუ არა წნევა და თანაბრად თბება თუ არა ყველა რადიატორი.

თუ რომელიმე რადიატორის ნაწილი ცივი რჩება, ის ხმაურს გამოსცემს ან სისტემაში წნევა ხშირად იცვლება, პრობლემის მიზეზის გარკვევა სეზონის დაწყებამდე სჯობს.

გათბობა

გაზის ქვაბისა და გაზთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური შემოწმება კი უსაფრთხოების გამო აუცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

სითბოს დაკარგვის ადგილები წინასწარ აღმოფხვერით გათბობის ეფექტიანობა მხოლოდ მოწყობილობაზე არ არის დამოკიდებული. თუ ფანჯრებსა და კარებს შორის ნაპრალებია, სახლი მიღებულ სითბოს სწრაფად დაკარგავს.

შეამოწმეთ ფანჯრების რეზინის დამცავები, კარის ჩარჩოები და ყველა ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ცივი ჰაერი შემოდიოდეს. მცირე ნაპრალების დალუქვაც კი ხშირად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ოთახის კომფორტს.

გათბობა

თუ სახლში რემონტი მიმდინარეობს, გათბობის საკითხის დაგეგმვა ბოლო ეტაპისთვის არ უნდა გადადოთ. მილების, ქვაბისა და რადიატორების ადგილმდებარეობის წინასწარ განსაზღვრა შემდგომ ზედმეტ სამუშაოსა და ხარჯს აგაცილებთ თავიდან.

სწორად შეარჩიეთ რადიატორი

ახალი გათბობის სისტემის მოწყობისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორი ტიპის რადიატორი შეარჩიოთ.

პანელური რადიატორი ხშირად პრაქტიკული არჩევანია თანამედროვე ინტერიერისთვის. ის კომპაქტურია და სხვადასხვა ზომით იწარმოება.

სექციური რადიატორი კი საშუალებას გაძლევთ, სექციების რაოდენობა კონკრეტული ოთახის გათბობის საჭიროებას მოარგოთ.

გათბობა

თუმცა მხოლოდ რადიატორის ტიპის არჩევა საკმარისი არ არის. გასათვალისწინებელია ოთახის ფართობი, ჭერის სიმაღლე, გარე კედლებისა და ფანჯრების რაოდენობა, ასევე სახლის თბოიზოლაცია.

სწორედ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული, რა სიმძლავრე იქნება კონკრეტული სივრცისთვის საკმარისი.

ყველა სივრცეს ცენტრალური გათბობა არ სჭირდება ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანი ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა აუცილებელი არ არის. თუ საუბარია მცირე ბინაზე, აგარაკზე ან ოთახზე, რომელსაც მხოლოდ პერიოდულად იყენებთ, შესაძლოა დამოუკიდებელი გამათბობელი უფრო პრაქტიკული გამოსავალი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ვარიანტი გაზის გამათბობელი ან გაზის კონვექტორია. ასეთი მოწყობილობის არჩევისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ფართობის გასათბობად არის ის განკუთვნილი და რა სიმძლავრე აქვს.

გათბობა

უსაფრთხოება ამ შემთხვევაშიც მთავარი პრიორიტეტია. გაზზე მომუშავე მოწყობილობის მონტაჟი და ტექნიკური შემოწმება სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.

დამატებითი გათბობისთვის ელექტრო მოწყობილობა გამოგადგებათ

თუ სახლში ძირითადი გათბობა გაქვთ, მაგრამ კონკრეტულ ოთახში დამატებითი სითბო გჭირდებათ, მოსახერხებელი გამოსავალი შეიძლება ელექტრო გამათბობელი იყოს.

გათბობა

არჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ფასსა და დიზაინს, არამედ მოწყობილობის სიმძლავრეს, თერმოსტატის არსებობას, გადახურებისგან დაცვის სისტემასა და იმ ფართობს, რომლის გათბობაც გამათბობელს შეუძლია.

ხოლო მათთვის, ვისაც სითბოსთან ერთად ინტერიერში მყუდრო გარემოს შექმნაც სურს, ერთ-ერთი ალტერნატივა ელექტრო ბუხარია. ის შეიძლება დეკორატიული ელემენტიც იყოს და დამატებითი გათბობის წყაროც.

გათბობა

არ გადაკეტოთ სითბოს გავრცელების გზა

რადიატორის წინ დიდი ავეჯის, სქელი ფარდის ან სხვა ნივთების მოთავსებამ შესაძლოა თბილი ჰაერის თავისუფლად გავრცელებას შეუშალოს ხელი. ამიტომ გათბობის სეზონის დაწყებამდე სასურველია რადიატორების გარშემო სივრცეც მოაწესრიგოთ. ასევე მნიშვნელოვანია მათი ზედაპირის მტვრისგან გაწმენდა. განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე თვეა არ გამოგიყენებიათ.

ზამთრისთვის მზადება სიცივის დაწყებამდე სჯობს

სახლში არსებული მცირე პრობლემა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში შესაძლოა უმნიშვნელოდ ჩანდეს, თუმცა ზამთარში გაუმართავი ქვაბი, ცუდად დახურული ფანჯარა ან არასაკმარისი გათბობა უკვე სერიოზულ დისკომფორტად იქცევა.

სწორედ ამიტომ „მიჰაუსის“ ექსპერტები გვირჩევენ, გათბობის სისტემისა და სახლის მდგომარეობა სეზონის დაწყებამდე შევამოწმოთ და საჭირო მასალები თუ მოწყობილობები წინასწარ შევარჩიოთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გათბობაგათბობის სისტემაზამთარიმიჰაუსი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026