Logo

როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს? - პედიატრი ძმების რჩევები მშობლებს

როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს? - პედიატრი ძმების რჩევები მშობლებს

02/03/2026

ტექსტის ზომა

გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების ანთებით ხასიათდება.

სურდო, მაღალი ტემპერატურა, უმადობა, ზოგჯერ ყელის ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ჩვენს ბავშვს გრიპის დროს შეიძლება აწუხებდეს.

რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა და როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს?

ZMNA.GE პედიატრი ძმების, დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილების რჩევებს გაგაცნობთ.

პედიატრი ძმები:

პირველ რიგში გვახსოვდეს, რომ გრიპი ვირუსული ინფექციაა და მას ბავშვი სიმპტომური მკურნალობის საშუალებით გადალახავს.

მშობლებს კი ვურჩევთ გაითვალისწინონ რამდენიმე წესი.

  1. მუდმივად აკონტროლეთ ცხელება. ტემპერატურა არეგულირეთ დამწევის საშუალებით.

ვირუსი

2. მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დადგეს გაუწყლოვნება.
ბავშვმა ასაკის შესაბამისად უნდა მიიღოს სითხე - ფორმულის, წყლის, ბუნებრივი რძის ან ელექტროლიტების სახით.

3. მნიშვნელოვანია სუნთქვის სიხშირის კონტროლი. თუ სუნთქვის სიხშირე იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა მძიმდება.

ვირუსი

4. დატოვეთ ბავშვი სახლში მანამ, სანამ სიცხის გარეშე პერიოდი არ იქნება 24 საათზე მეტი, სიცხის დამწევის მიღების გარეშე.

5. მოერიდეთ ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენებას. ანტიბიოტიკებისა და ტამიფლუს გამოყენებისათვის აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

ვირუსი


და ბოლოს, თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, გახშირება, ან არის 3 თვეზე მცირე ასაკის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვირუსიპედიატრი ძმებირჩევებიტემპერატურა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026