Logo

ასტროლოგია

როგორ მოვიქცეთ, რომ ახალმა წელმა ფინანსური კეთილდღეობა მოგვიტანოს?

როგორ მოვიქცეთ, რომ ახალმა წელმა ფინანსური კეთილდღეობა მოგვიტანოს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გირჩევთ:

საახალწლო სუფრის გაშლისას, მაგიდაზე, სუფრის ქვეშ ამოდეთ ფულის კუპიურები. მათი რაოდენობა იმდენი უნდა იყოს, რამდენიც ხართ ოჯახში.

უმჯობესია კუპიურა განათავსოთ წითელ კონვერტში. ეს იქნება თქვენი წლის იღბლიანი კუპიურა.

ასევე თითოეული ოჯახის წევრისათვის გაამზადეთ მონეტა 1 ნიშნულით (ჩვენთვის 1 ლარიანი). ეს მონეტები 12 საათამდე ჩამოურიგეთ ყველას, ჩაუთქვით სურვილი, ჩააგდეთ შამპანიურიან ჭიქაში (რა თქმა უნდა მონეტა წინასწარ გარეცხეთ) და 12 საათზე, ზარების რეკვისას დალიეთ (მონეტა შამპანიურიან ჭიქაში უნდა ჩააგდოთ. ჯერ მონეტის ჩაგდება და მერე შამპანიურის დასხმა არასწორია).

შემდეგ მონეტა შეინახეთ საფულეში. ეცედეთ ის ცალკე განყოფილებაში მოათავსოთ, ან ქისაში ჩადოთ და ისე შეინახოთ საფულეში ან ჩანთაში.

მონეტის შენახვა პირად ნივთებში ან სეიფშიც შგიძლიათ.

ავტორი: ზმნა

12/30/2025