Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ მოვიქცეთ თუ დედმამიშვილები ჩხუბობენ?

როგორ მოვიქცეთ თუ დედმამიშვილები ჩხუბობენ?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკოლამდელი ასაკის დედმამიშვილები ერთმანეთთან საშუალოდ სამ საათში ერთხელ ჩხუბობენ.

ყოველ ათ წუთში ბავშვები ერთმანეთს სათამაშოებს ართმევენ და კამათობენ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დედმამიშვილები უფრო ხშირად ეჩხუბებიან ერთმანეთს, ვიდრე სხვა ბავშვებს.

დედმამიშვილები


ბევრი ფიქრობს, რომ ამის გამო ღელვა არ ღირს, ბავშვები გაიზრდებიან და დაწყნარდებიან. თუმცა ხშირად, კონფლიქტები რთული ასატანი ხდება.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, ოჯახში დედმამიშვილებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბული და მტრულია ხოლმე, ვიდრე მეგობრული და მშვიდობიანი.

დედმამიშვილების დაპირისპირებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

• ბავშვები ხშირად იმიტომ ჩხუბობენ, რომ მშობლების ყურადღება მიიპყრონ. ამას ვერც აცნობიერებენ, მაგრამ მიზეზი ხშირად ეს არის. განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს აკლია პოზიტიური ყურადღება – ანუ მას ძირითადად შენიშვნებს აძლევენ და აკრიტიკებენ.
• ზოგიერთი ბავშვი იმიტომ ჩხუბობს, რომ თავისი ძალა და უპირატესობა დაუმტკიცოს თავის დედმამიშვილს, ან მშობლებს. დაამტკიცოს, რომ "მაგარია".

• ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობაც იყოს, თუ ერთ რომელიმე შვილს მშობლები მეტად აქებენ, ან სამაგალითოდ ჰყავთ, მეორე ყოველთვის ეჭვიანობს. ეს კი აგრესიასა და ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე.

• ხშირად მშობლები უმცროს შვილს მეტად იცავენ, მის გამო უფროსს შენიშვნებს აძლევენ. ამაზე უფროსის პასუხი ხშირად უმცროსთან დაპირისპირებაა.

• ზოგი ბავშვი უსაქმურობისგან ჩხუბობს, რადგან არ იცის, სად წაიღოს დაგროვილი ენერგია.ეს განსაკუთრებით, ბიჭებს ახასიათებთ. ასეთი ბავშვები მშობლებმა რაიმე სპორტის სახეობით უნდა დააკავონ.

• და რასაკვირველია, აგრესიული თამაშები – ხშირად ბავშვები ტელევიზორში ან კომპიუტერში ნანახ გმირებს ჰბაძავენ.

დედმამიშვილები


ბავშვები, როგორც წესი, თავად არეგულირებენ კონფლიქტურ სიტუაციას. თუ მშობელი ერევა და ცდილობს გააშველოს მოჩხუბარი მხარეები, აგრესია და ეჭვიანობა, შესაძლოა უფრო გაძლიერდეს. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ, გაჩუმდნენ და კონფლიქტში არ ჩაერიონ.
თუმცა თუ კონფლიქტი ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, მშობელი უმოქმედოდ ვერ იქნება.
ფსიქოლოგები გვირჩევენ:
• მშობელი უნდა ეცადოს, იყოს ნეიტრალური და არ დაიჭიროს ერთ-ერთი კონკრეტული მხარის პოზიცია.

• თუ ჩხუბი გარდაუვალია, ეცადეთ ბავშვებს ერთმანეთისგან იზოლირება გაუკეთოთ.

• როდესაც ბავშვები დამშვიდდებიან, თითოეულს ცალკე დაელაპარაკეთ.

• თუ ატყობთ, რომ კონფლიქტები იმდენად ძლიერია ხოლმე, რომ კონტროლი გიჭირთ, დასახმარებლად ფსიქოლოგს მიმართეთ.

და ბოლოს, არ ინერვიულოთ, გახსოვდეთ, რომ დედმამიშვილური ურთიერთობა სხვებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებისათვის აუცილებელი გამოცდილებაა.

დედმამიშვილები


თქვენი შვილები სწავლობენ როგორ გაანაწილონ როლები, როგორ გაუმკლავდნენ შურს, ჩამოაყალიბონ თანაგრძნობა, ისწავლონ თანამშრომლობა და ერთობლივად გადაჭრან პრობლემები.

ასე რომ, არ შეგეშინდეთ კონფლიქტების, რომლებიც წარმოიქმნება თქვენს შვილებს შორის. თუ თქვენ პროცესში სწორ როლს ითამაშებთ, მალე კონფლიქტები შემცირდება და თქვენი შვილები აუცილებლად ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას, დაფასებას და სიყვარულს.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

10/20/2025

ბავშვებიდებიდედმამიშვილებიდედმამიშვილები ჩხუბობენძმები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024