Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს ზამთარში?

როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს ზამთარში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბარაქის ხე იგივე კრასულა ის მცენარეა, რომელსაც მფლობელები განსაკუთრებულად უვლიან და უფრთხილდებიან, რადგან მას ფინანსური წარმატების მომტან მცენარედ მიიჩნევენ. თუ გსურთ, თქვენი ბარაქის ხე გაიფურჩქნოს, გაიზარდოს და ბარაქა მოიტანოს, სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეთ:

შეურჩიეთ ყველაზე ნათელი ადგილი და გრილი ოთახი. ყველაზე კარგი ოპტიმალური ტემპერატურაა +10 დან +18.

არ მისცეთ არანაირი სასუქი, არც ბიო და არც ქიმიური.

თუ ისეთ ოთახშია, სადაც გათბობაა, მოაშორეთ რადიატორს.

დღეში ორჯერ, ათი წუთით გააღეთ ფანჯარა ან კარები. ისე, რომ პირდაპირი ქარი ან ორპირი ქარი არ ურტყამდეს.

ბარაქის ხე

ყველაზე მთავარი შეცდომაა როცა ოთახში მაღალი ტემპერატურაა და ხშირად რწყავთ იმიტომ რომ ზედაპირს ნახულობთ გამომშრალს, ქვემოთ კი წყალი და სისველე დარჩენილია.

ამიტომ სანამ ქოთანი ბოლომდე არ გამოშრება არ მორწყოთ.

დაიმახსოვრეთ :

არ მორწყოთ საღამოს ან ღამე. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.

რატომ? - ღამე კრასულა ბარაქის ხე იძინებს.

რას ნიშნავს მცენარის ძილი? - წვენის მოძრაობა ნელდება, ფესვები წყალს არ ითვისებენ.

აუთვისებელი წყალი რჩება მიწაში და შეუძლია დილით ფოთოლი ჩამოგიყაროთ.

ბარაქის ხე

ეს ფესვის სტრესით გამოწვეული ფოთოლცვენაა.

რადგან ბარაქის ხე წარმოშობით ნახევრადუდაბნოდანაა, წყალს იღებს დილით, ღამე ნიადაგი კი მშრალია.

ზამთრის მორწყვა აუცილებლად ჩაატრეთ დილით, თბილი ნადგამი წყლით...

რატომ უჭკნება ფოთოლი ბარქის ხეს ზამთარში? - არასწორი მორწყვით.

თუ ფოთოლი დარბილდა და გაყვითლდა, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტი წყალი აქვს, ან ფესვის დასტრესილია.

თუ ფოთოლი დანაოჭებულია და ისე სცვივა, ოთახში ტემპერატურა მაღალია,

ან ძალიან დიდხანს დარჩა მოურწყავი.

ხშირია შემთხვევები, როცა ძალიან ცივა, მცენარეს საღი ფოთოლიც გასცვივდეს.

ბარაქის ხე

ეს მაშინ ხდება, როცა ფესვი გაცივდა, ან მცენარეს სინათლის უკმარისობა აქვს. ასეთ დროს მცენარე იშორებს ზედმეტ მასას.

თუ რაიმე მიზეზი არ ააქვს, ის არასოდეს ჩამოყრის ფოთოლს.

მცენარე პერიოდულად უნდა გაისხლას.

მისი გასხვლის სეზონი ახლა იწყება

იმ შემთხვევაში, თუ კი არ ყვავის.

წყარო: მარტივი მებაღეობის გვერდი „მწვანე სახლი“

ავტორი: ზმნა

02/01/2026

ბარაქის ხემოვლარჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024