Logo

როგორ მოვუაროთ კანს 50 წლის ასაკის შემდეგ?

როგორ მოვუაროთ კანს 50 წლის ასაკის შემდეგ?

01/12/2026

ტექსტის ზომა

ქალბატონების დიდი ნაწილი მტკივნეულად განიცდის ასაკის მატებას და ამასთან დაკავშირებულ გარეგნულ ცვლილებებს.

სამწუხაროდ, 50 წლის ზემოთ ჩვენი კანი ისეთივე აღარ არის,როგორიც ადრე იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანის მოვლას აზრი ეკარგება. პირიქით, ამ ასაკში ჩვენი კანი მეტ ყურადღებასა და ხელის შეწყობას ითხოვს.

დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ რამდენიმე სწორი ჩვევის გამომუშავებას, კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გთავაზობთ 5 მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევას იმისათვის, რომ ჩვენი კანი ახალგაზრდულად დიდხანს გამოიყურებოდეს.

1.კანის დატენიანება ყველაზე მნიშვნელოვანია

კანის მოვლა

ასაკთან ერთად, კანი უფრო სწრაფად კარგავს ტენიანობას, რაც ნაოჭების გაჩენას აჩქარებს. ასეთ დროს, დამატენიანებელი კრემის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2.ზოგჯერ ნაკლები პროდუქტი უკეთეს შედეგს იძლევა

სახის კანი

თავის მოვლის საშუალებების სიმრავლე, კანის მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტი სულაც არ არის. პირიქით, ბევრი პროდუქტის მოხმარებამ შესაძლოა კანი გააღიზიანოს.

3. მზისგან დაცვა მთელი წლის განმავლობაში საჭიროა

კანის მოვლა

SPF-ის შემცველი პროდუქტების მოხმარება, მხოლოდ ზაფხულში არ არის საკმარისი. მზის სხივები კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამიტომაც მზისგან დამცავი კრემების გამოყენება წლის ყველა სეზონზე აუცილებელია.

4. რეგულარული მოვლა აუცილებელია

კანის მოვლა

კანის მოვლა რეგულარული პროცესი უნდა იყოს. ერთი კარგი პროდუქტი, რომელიც მუდმივად გამოიყენება, ბევრად ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკა.

5. კანი მხოლოდ კრემით არ უმჯობესდება

კანის მოვლა

კანის მოსავლელად მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებები საკმარისი არ არის. მოწესრიგებული ძილი, საკმარისი რაოდენობით წყალი და სტრესის შემცირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოვლის რუტინა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026