Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს რუჯის შემდეგ? - 5 ესთეტიკური პროცედურა, რომელსაც კოსმეტოლოგები ყველაზე ხშირად გვირჩევენ

როგორ მოვუაროთ სახის კანს რუჯის შემდეგ? - 5 ესთეტიკური პროცედურა, რომელსაც კოსმეტოლოგები ყველაზე ხშირად გვირჩევენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ კანი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ რუჯი ბევრისთვის ჯანმრთელი და დასვენებული იერის სიმბოლოა, სინამდვილეში იგი კანის დამცავი მექანიზმის პასუხია ულტრაიისფერი (UV) სხივებით გამოწვეულ დაზიანებაზე.

მზის ინტენსიური ზემოქმედება ამცირებს ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ მარაგს, აჩქარებს კოლაგენისა და ელასტინის დაშლას, არღვევს კანის ბარიერულ ფუნქციას და ზრდის პიგმენტაციის, ფოტოდაბერებისა და წვრილი ნაოჭების განვითარების რისკს.

სწორედ ამიტომ, ზაფხულის შემდეგ კანის მოვლის მთავარი მიზანი არა მხოლოდ დატენიანება, არამედ მისი ბიოლოგიური აღდგენა და რეგენერაციაა.

ექიმი-კოსმეტოლოგი მარიამ (ოთოსი) მიხელიძე ამბობს, რომ რუჯის შემდეგ, სწორი რუტინა და სახლის პირობებში კანის მოვლა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის.
ექიმი იმ ხუთ ესთეტიკურ პროცედურას ასახელებს, რომლებსაც პაციენტები, ზაფხულში განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ.

მარიამ ოთოსი მიხელიძე

მარიამ (ოთოსი) მიხელიძე:

"პირველი ნაბიჯი სწორად შერჩეული ყოველდღიური მოვლაა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, კერამიდებს, პანთენოლსა და ნიაცინამიდს.

დილის რუტინაში სასურველია ანტიოქსიდანტების, განსაკუთრებით C ვიტამინის გამოყენება, რადგან ისინი ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს და აუმჯობესებენ კანის ფერს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მზისგან ყოველდღიური დაცვა. SPF 50+ აუცილებელია არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმდინარეობს კანის აღდგენის პროცესი.

თუმცა, მხოლოდ სახლის მოვლა ხშირად ვერ აღადგენს იმ ცვლილებებს, რომლებიც მზის სხივებმა კანის ღრმა შრეებში გამოიწვია. ასეთ დროს ეფექტურია პროფესიონალური ესთეტიკური პროცედურები.

5 პროცედურა, რომელსაც კოსმეტოლოგები ყველაზე ხშირად გვირჩევენ ზაფხულის შემდეგ

ბიორევიტალიზაცია

1. ბიორევიტალიზაცია - ღრმა დატენიანება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბიორევიტალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა მზით დაზიანებული კანისთვის.

ჰიალურონის მჟავა ინტენსიურად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიკურობას, ამცირებს სიმშრალეს და აღადგენს ბუნებრივ ბზინვარებას.

მეზოთერაპია

2. მეზოთერაპია - კანის კვება უჯრედულ დონეზე ინდივიდუალურად შერჩეული ვიტამინების, ამინომჟავების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების კომბინაცია ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის ტონს და ამცირებს დაღლილი კანის ნიშნებს.

პილინგი

3. პილინგი - კანის განახლება და პიგმენტაციის კორექცია შემოდგომა იდეალური პერიოდია პილინგისთვის. სწორად შერჩეული პილინგი ეფექტურად ამცირებს მზით გამოწვეულ პიგმენტურ ლაქებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ასწორებს ტონს და ასტიმულირებს ეპიდერმისის განახლებას.

მიკრონიდლინგი

4. მიკრონიდლინგი -კოლაგენის ბუნებრივი სტიმულაცია მიკრონიდლინგი ქმნის კონტროლირებულ მიკროდაზიანებებს, რაც ააქტიურებს კანის თვითაღდგენის პროცესს და კოლაგენის გამომუშავებას. შედეგად კანი უფრო მკვრივი, გლუვი და ახალგაზრდული ხდება, ხოლო წვრილი ნაოჭები, გაფართოებული ფორები და აკნეს შემდგომი ნაწიბურები ნაკლებად შესამჩნევია.

კოლაგენი

5. კოლაგენის ბიოსტიმულაცია - პრევენციული გაახალგაზრდავება

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კოლაგენის ბიოსტიმულატორებს.

ეს პროცედურები არ ცვლის სახის ბუნებრივ ანატომიას, არამედ ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენის წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს კანის სიმკვრივის, ელასტიკურობისა და ხარისხის ხანგრძლივ გაუმჯობესებას.

ზაფხულის შემდეგ კანის აღდგენა მხოლოდ ესთეტიკური საკითხი არ არის - ეს არის ფოტოდაბერების პრევენციის მნიშვნელოვანი ეტაპი. დროულად დაწყებული მოვლა და სწორად შერჩეული პროფესიონალური პროცედურები ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ამცირებს მზის მიერ გამოწვეული დაზიანების შედეგებს და უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ ახალგაზრდულ იერსახეს.

ჩემი რჩევაა, ნებისმიერი პროცედურის დაწყებამდე, კანის შეფასება პროფესიონალის მიერ მოხდეს. ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობის გეგმა ყოველთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე უნივერსალური მიდგომა," - გვირჩევს ექიმი-კოსმეტოლოგი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/11/2026

ესთეტიკური პროცედურებიზაფხულიკოსმეტოლოგიმარიამ (ოთოსი) მიხელიძერუჯი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024