Logo

კულტურა

როგორ შეარჩიეს არიადნა შენგელაია მარგალიტას როლზე? - ნატალია ჯუღელი იხსენებს

როგორ შეარჩიეს არიადნა შენგელაია მარგალიტას როლზე? - ნატალია ჯუღელი იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როგორ ირჩევდნენ მსახიობებს ფილმისთვის, რომელმაც დროს გაუძლო? მიუხედავად იმისა, რომ „შერეკილების“ შესახებ უამრავი სტატია დაწერილა, და მთავარი როლების შემსრულებლებზეც უამრავი ლეგენდა მოგვისმენია, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.

ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილმა, ნატალია ჯუღელმა პოდკასტში "მეოთხე კედელი" ოჯახურ მოგონებები გააცოცხლა და ის ისტორია გაიხსენა, თუ რატომ ვერ პოულობდნენ რეზო გაბრიაძე და ელდარ შენგელაია დიდხანს სასურველ მარგალიტას და როგორ აღმოაჩინეს არიადნა შენგელაიაში ის, რაც ასე აკლდათ სხვა ქართველ მსახიობებს.

„ რაღაც სტატიები, მინახავს ამ მარგალიტას როლზე, ყველაფერი არის ტყუილი. ყველაფერი მოგონილია, მათ შორის ინტერვიუებია მოგონილი ტყუილი და გვეცინება ხოლმე სახლში ამაზე...

სინამდვილე ის იყო, რომ ვერ პოულობდნენ მსახიობს ვინც შეასრულებდა ამ როლს. ყველა ქართველი მსახიობი, მარგალიტას არასწორად აკეთებდა. ხუმრობდნენ კიდევაც ამაზე, რომ რადგან რეზო გაბრიაძე ქუთაისელი იყო, მსახიობები ტიპურ ქუთაისელ მეძავს "აკეთებდნენ", აშარჟებდნენ გმირს. ეს არ მოსწონდათ არც გაბრიაძეს და არც ელდარს... კაკო ძიძიგურმა ურჩია - ისევ არიადნა რომ მოსინჯოთო? მანამდე ეს აზრად არ მოსვლიათ... და რომ მოსინჯეს, არიადნაში აღმოჩნდა ის რაღაც ჰაეროვნება და ზღაპრულობა, რაც ახასიათებს და ლაიტმოტივი არის შერეკილების,“ - ჰყვება ნატალია ჯუღელი.

ავტორი: ზმნა

04/10/2026