Logo

კულტურა

"როგორ შეიძლება მეგობარს უყვარს და მეც მომწონდეს-მეთქი და ის ბიჭი გულიდან ამოვიღე" - ნანი ბრეგვაძე

"როგორ შეიძლება მეგობარს უყვარს და მეც მომწონდეს-მეთქი და ის ბიჭი გულიდან ამოვიღე" - ნანი ბრეგვაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანი ბრეგვაძე რომ ძალზედ უშუალო და თავმდაბალი ადამიანია, შესაძლოა, ამის დაჯერება გაგიჭირდეთ. მაგრამ საკმარისია მასთან დარეკოთ და გაესაუბროთ, რომ სულ შეიცვლით შექმნილ წარმოდგენას. ერთ-ერთი ჩემი ძველი ინტერვიუს ამონარიდს შემოგთავაზებთ, რათა მისი ნატურის შეფასება ადვილად შეძლოთ.

ნანი ბრეგვაძე: ყველას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, რას აკეთებ... ამაზე კი არასდროს ვილაპარაკებ. რატომ უნდა ვილაპარაკო, ხომ არ იცით? ცოცხალი ადამიანი ვარ, სიყვარულიც მქონია. მაგრამ ცუდი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ასე მგონია, რომ გული არავისთვის მიტკენინებია. როგორ შეიძლება? ეგ კი არა, მახსოვს, ერთი ბიჭი მომწონდა, ამაზე არ ვლაპარაკობდი. ჩემ უახლოეს მეგობარს ის ბიჭი უყვარდა. ვიფიქრე, როგორ შეიძლება ამას უყვარს და მეც მომწონდეს-მეთქი და ის ბიჭი გულიდან ამოვიღე. შემდეგ ისინიც სხვადასხვა გზით წავიდნენ, მაგრამ მე მეგობრის გამო ჩემი სიმპათია დავთმე. ტვინი მუშაობდა, თავს ვერეოდი. შეიძლება იმ დროს რთული იყო, მაგრამ როცა თავთან მართალი ხარ, მერე მშვიდად ხარ. სიკეთეს რომ აკეთებ, სიკეთით გიბრუნდება. თან ამ ქვეყანაში არაფერი იმალება.

მერე რა, რომ მე ვმღერი? ამით მეპატიება რამე ცუდი საქციელი? არა. რამდენი ჭორი დადიოდა ჩემზე, ახალგაზრდა რომ ვიყავი და "ორერასთან" ერთად ვმღეროდი. ხან ბუბა, ხან რობერტ ბარძიმაშვილი მომაწებეს. მაგრამ სიმართლე არ იკარგება. სიმართლეს დრო ადგენს. ყველაზე ძლიერია. ის ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, კარგსაც და ცუდსაც.

დედის დარიგება სულ მახსოვს, შენი ხმა ყველას დაავიწყდება, შენი საქციელი კი სულ ემახსოვრებათ, ამიტომ ეცადე შეცდომები არ დაუშვა, იყავი კეთილშობილი, ადამიანურიო. ეს სულ თავში მქონდა. 

იცით, რამდენია ჩემზე უკეთესი და სიკეთის მკეთებელი ადამიანი. რახან მე სახე ვარ, ამიტომ ვჩანვარ. იცით, რამდენი დიდებული ადამიანია ჩემს გარშემო, რომ მათზე არავინ არაფერი იცის. მრცხვენია, რომ მე მაქებენ და ამ ადამიანებზე არაფერი იციან.

სიკეთეში გავიზარდე და არ გავფუჭებულვარ. ამას თამამად ვამბობ. სიბინძურეები არ შემხებია. 

ავტორი: თამარ გონგაძე

12/24/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024