Logo

"როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება გაშორების შემდეგ? - უკეთესად ვსუნთქავ" - რუსკა მაყაშვილი

"როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება გაშორების შემდეგ? - უკეთესად ვსუნთქავ" - რუსკა მაყაშვილი

03/26/2026

ტექსტის ზომა

მსახიობი რუსკა მაყაშვილისა და სპორტსმენი სანდრო ნიჟარაძის ქორწინება რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დასრულდა.

მსახიობი ყოფილ მეუღლეზე საჯარო საუბარს თავს არიდებს და არც გაშორების მიზეზებზე სურს ლაპარაკი... თუმცა პოდკასტ "მძიმე წერტილში" სტუმრობისას, რუსკამ ამ განქორწინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ რთული იყო.

"არასოდეს დამიშვია, რომ ოჯახს შევქმნიდი და დამენგრეოდა. რთული იყო იმის გაცნობიერება, როცა ხვდები, რომ ოჯახის გარეშე (მეუღლეს ვგულისხმობ) ყოფნა წარმოგიდგენია.
ძალიან ბევრი წელი, მაქსიმალურად ვცდილობდი ამ ყველაფრის შენარჩუნებას, მაგრამ სადღაც ცხოვრების რომელიმე ერთ ეტაპზე, აცნობიერებ იმ სიტყვებს, რომ ამბობენ ხოლმე - "ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე..."
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე თანახმა და შეთანხმებულად იღებს გადაწყვეტილებას, გაშორება მაინც ურთულესი პროცესია.
ის, რომ შენ ვერ წარმოგიდგენია და ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, ძალიან რთულია...
ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დაასრულეთ ურთიერთობა. როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება? - უკეთესად ვსუნთქავ," - თქვა მსახიობმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გაშორებამსახიობირუსკა მაყაშვილისანდრო ნიჟარაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026