სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თმის გაჭაღარავება ბუნებრივი პროცესია, თუმცა „ნაადრევი ჭაღარა” მხოლოდ ასაკობრივი ცვლილება არ არის, ის ხშირად ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია. ვიტამინების დეფიციტი, ქრონიკული სტრესი თუ ჰორმონალური დისბალანსი?
დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა განმარტავს, რა ხდება ეპიდერმისის შრეში რეალურად და არსებობს თუ არა გზები, რომლებითაც პიგმენტაციის შენარჩუნებას შევძლებთ.
"გაინტერესებთ რატომ ხდება თმის გაჭაღარავება და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი?

კანში, კერძოდ ეპიდერმისში არიან მელანოციტები, რომლებიც განაპირობებენ ფერს, როგორც კანის ფერს, ასევე თმის ფერს. გარკვეული მიზეზების გამო, მელანოციტების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად, თმიანი საფარველი ხდება თანდათან გაჭაღარავებული, ანუ გათეთრებული.
და რა მიზეზებია:
პირველი, გენეტიკური ფაქტორი — მნიშვნელოვანია მშობლების ასაკი.
ასაკი — დაახლოებით 30-40 წლის შემდეგ ეს პროცესი ნორმად ითვლება.
სტრესი — ქრონიკული სტრესი განაპირობებს ნაადრევ გაჭაღარავებას.
ვიტამინების დეფიციტი — განსაკუთრებით B12, D ვიტამინი, რკინა, სპილენძი.
ჰორმონალური ცვლილებები — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის მნიშვნელოვანი.
ცხო ვრების წესი — მოწევა, სტრესი, კვება, უძილობა... ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დამაჩქარებელი მიზეზი.

და როგორ შევანელოთ პროცესი?
ვიტამინებით მდიდარი საკვები (ხორცი, რძე, კვერცხი).
სპორტი, მედიტაცია, სიმშვიდე.
პლაზმოთერაპია (PRP) — პლაზმოთერაპია არის პროცესი, როდესაც საკუთარი სისხლი გამოაქვთ ვენიდან, შემდეგ ხდება მისი ცენტრიფუგირება, პლაზმის გამოყოფა, რომელიც მდიდარია ალბუმინით, ზრდის ფაქტორებით. შემდეგ ამ პლაზმას გადაიტანენ მიკროინექციების სახით სკალპზე. ეს განაპირობებს თმის გასქელებას, თმის ცვენის შემცირებას და გაჭაღარავების პროცესის შენელებას,” - ამბობს დერმატოლოგი.
04/23/2026