Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ახალ პროდუქტს? - ნატა გაგუა გვირჩევს

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ახალ პროდუქტს? - ნატა გაგუა გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად ვფიქრობთ, რომ ბავშვისთვის კვება მხოლოდ ვიტამინებისა და მინერალების მიღების საშუალებაა, თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია.

როგორ ვაქციოთ პროდუქტის მიწოდება არა „ბრძოლის ველად“, არამედ შვილთან ემოციური კავშირის გამყარების საშუალებად?

ბავშვის კვება

ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოთმინება და რა დგას ერთი შეხედვით უწყინარი „არ მინდას“ მიღმა.“

„ორიდან ექვს წლამდე პატარებს აქვთ შიში ახალი პროდუქტის მიმართ. ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას. საჭიროა 15-ჯერ, 18-ჯერ მივაწოდოთ, სხვადასხვანაირად მომზადებული, რომ შევაყვაროთ. აი, მაგალითად, სტაფილო უმად არ მოსწონს? - შეიძლება არაჟანთან ერთად მიირთვას; თუ არაჟანთან არა - აირღუმელში გამომცხვარი; თუ არადა - დავუბლენდეროთ და სმუზი გავუკეთოთ.

ბავშვის კვება


მესმის მშობლისთვის ეს ახლა მოსასმენად რა რთულია, მაგრამ ეს მისი შვილის მომავალია. ჩვენ ასე უნდა შევაყვაროთ ბავშვს პროდუქტი -ნელ-ნელა... ეს არის რთული, მაგრამ აუცილებელი. ერთხელ უარი არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ შეიყვარებს ამ პროდუქტს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მხოლოდ პროდუქტის შეყვარება. ეს არის შვილთან ემოციური კავშირის დამყარება და ეს არის სწორედ გააზრებული მშობლობა.
როდესაც ვართ მშობელი და მით უმეტეს, ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ ემოციური კავშირის აუცილებლობას, რომლის გარეშეც ბავშვი უბედური იზრდება,“ - თქვა ნატა გაგუამ ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში "აღზრდის სკოლა მშობლებისთვის".

ავტორი: ზმნა

04/16/2026