Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის ადრეული ნიშნები? - ფსიქოლოგის განმარტება

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის ადრეული ნიშნები? - ფსიქოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვის განვითარების პროცესი ინდივიდუალური და საინტერესო თავგადასავალია, თუმცა ამ გზაზე არსებობს გარკვეული ეტაპები, რომლებსაც მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

ხშირად სოციალური თუ კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებისას ვლინდება ნიშნები, რომლებიც შესაძლოა აუტისტური სპექტრის არსებობაზე მიგვითითებდეს. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მიდგომა გადამწყვეტია ბავშვის მომავალი ადაპტაციისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

როგორც ფსიქოლოგი ნათია ცირამუა განმარტავს, მშობლებს, ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, უკვე ადრეული ასაკიდან

„გარკვეული ნიშნები ერთი წლიდან უკვე ჩანს და ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთი წლიდან შევაფასოთ და ვისაუბროთ, რომ არის აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი ნიშნები,“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

აუტიზმი

აი, ის ძირითადი ინდიკატორები, რომლებსაც ნათია ცირამუას განმარტებით, მშობელმა, ოჯახის წევრმა ან ბაღის აღმზრდელმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

  • სახელზე არ

რეაგირებს;

  • ღიმილზე არ გპასუხობს;
  • თვალებში არ გიყურებს;
  • აქვს რაღაცნაირი ერთფეროვანი, განმეორებადი ქცევები;
  • უცნაური გარკვეული სენსორული ინტერესები, რაც იმ ასაკისთვის არ უნდა ჰქონდეს;
  • ნაკლებად თამაშობს თანატოლებთან;
  • ნაკლებად გიზიარებს (ემოციას/ნივთს);
  • ნაკლებად არის კონტაქტური, თითქოს თავისთვის არის;
  • ასევე საუბარი, მეტყველებაც არის ხოლმე ასაკთან შედარებით დაყოვნებული.

აუტიზმი

ინფორმირებულობა და პროფესიონალის ჩართულობა საუკეთესო საშუალებაა ბავშვის პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად,"- ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

03/23/2026

ადრეულიაუტიზმინათია წურწუმიანიშნები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024