Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ შევანელოთ გაჭაღარავების პროცესი?

როგორ შევანელოთ გაჭაღარავების პროცესი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თმის გაჭაღარავება ბუნებრივი მდგომარეობაა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია.

გაჭაღარავებულ თმის ღერს პირვანდელი ფერს ვერ დავუბრუნებთ, თუმცა პროცესის შენელება და თმის ჯანმრთელობის გახანგრძლივება მოსახერხებელია.

ჭაღარა თმის გაჩენის მიზეზებსა და მოვლის საშუალებებზე, დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა წერს.

„გაჭაღარავება უმეტეს შემთხვევაში გენეტიკურადაა განპირობებული, ამიტომ მისი სრულად შეჩერება შეუძლებელია. თუმცა კარგი ისაა, რომ შესაძლებელია პროცესის შენელება და თმის ჯანმრთელობის შენარჩუნება.

რატომ ჭაღარავდება თმა?

თმის ფერს განსაზღვრავს მელანინი. ასაკთან ერთად (ან ზოგჯერ ადრე) მისი გამომუშავება მცირდება, რის შედეგადაც თმა ნაცრისფერი ან თეთრი ხდება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

სწორი კვება

კვება თმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ვიტამინი B12 (B12-ის დეფიციტი ხშირად იწვევს ადრეულ გაჭაღარავებას), რკინა, სპილენძი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები...

სტრესის კონტროლი

ქრონიკული სტრესი აჩქარებს გაჭაღარავებას.

სცადეთ: მეტი ძილი, მოძრაობა, სუნთქვითი ვარჯიშები...

თმის სწორი მოვლა

მოერიდეთ ხშირ შეღებვას, გამოიყენეთ ნაზი, სულფატების გარეშე შამპუნები, დაიცავით თმა მზისგან...

ბუნებრივი საშუალებები

ბუნებრივი (დამხმარე) საშუალებების გამოყენება ზოგისთვის ეფექტურია. გამოიყენეთ (გარეგანად): ამლას ზეთი , სალბის ან შავი ჩაის ნახარში...

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაჭაღარავება ძალიან ადრე დაიწყო, სასურველია: B12-ის, რკინის, ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება,

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ გაჭაღარავებული თმა ბუნებრივ ფერს აღარ იბრუნებს, მაგრამ შესაძლებელია პროცესის შენელება. ზრუნვა დღეს ხელს უწყობს ჯანსაღ თმას ხვალ,“ - წერს დერმატოლოგი.

ავტორი: ზმნა

01/24/2026

დერმატოლოგიპროცესირჩევებიჭაღარა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024