ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კოლაგენი თანამედროვე ბიუთი-ინდუსტრიისა და მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროდუქტია. თუმცა ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, ყურადღების მიღმა რჩება.
ბევრი მსჯელობს იმაზე, არის თუ არა ის საჭირო კოლაგენის მიღება, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი ფორმულა, რომ ორგანიზმმა ის რეალურად აითვისოს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტის კითხვისას და რა უნდა ვეძებოთ შემადგენლობაში?
გთავაზობთ ექიმი თამარ ცანავას პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელიც 10-წლიან პირად გამოცდილებასა და სამედიცინო კრიტერიუმებს ეფუძნება.
" 10 წლის წინ დავიწყე კოლაგენის მოხმარება ინტენსიურად. მაშინ არ მიფიქრია მის ხარისხზე, შემადგენლობაზე.
შემდგომ კი ინფორმაცია მოვიძიე და კარგად შევისწავლე. აღმოჩნდა რომ კოლაგენი რომელსაც ვიღებდი კარგი იყო.
კოლაგენმა მაქსიმალური ეფექტი რომ მოგვცეს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. კოლაგენის ფორმა: ჰიდროლიზებული (პეპტიდები)
მთლიანი კოლაგენის მოლეკულა ძალიან დიდია და ორგანიზმი მას რთულად ითვისებს.
მიაქციეთ ყურადღება: ეტიკეტზე უნდა ეწეროს "ჰიდროლიზებული კოლაგენი“ (Hydrolyzed Collagen) ან „კოლაგენის პეპტიდები“ (Collagen Peptides).
ეს ნიშნავს, რომ ცილა უკვე დაშლილია პატარა ამინომჟავურ ჯაჭვებად, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
2. კოლაგენის ტიპები (I, II, III)
სხეულში სხვადასხვა ტიპის კოლაგენია და მიზნის მიხედვით უნდა შეირჩეს პროდუქტი:
I და III ტიპი: საუკეთესოა კანის ელასტიურობისთვის, ნაოჭების პრევენციისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სისხლძარღვებისა და ძვლებისთვის. (ძირითადად მოიპოვება ზღვის და საქონლის კოლაგენში).
II ტიპი: აუცილებელია სახსრების, ხრტილებისა და ხერხემლისთვის. (ძირითადად ქათმის კოლაგენშია).
3. წარმომავლობის წყარო
ზღვის კოლაგენი (Marine Collagen): მიიღება თევზისგან. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრემიუმ და მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე წყაროდ
საქონლის კოლაგენი (Bovine Collagen): მდიდარია I და III ტიპით, კარგია როგორც კანისთვის, ისე კუნთებისა და საერთო ტონუსისთვის.
4. აუცილებელი თანამგზავრები (C ვიტამინი, თუთია, ამინომჟავები)
მარტო კოლაგენის მიღება ხშირად საკმარისი არ არის. ფორმულას სჭირდება „დამხმარეები“.
5. დოზირება - კოლაგენის რაოდენობა
ეფექტური თერაპიული დღიური დოზა კანისა და სახსრებისთვის, როგორც წესი, მერყეობს 5 000 მგ-დან 10 000 მგ-მდე (5-10 გრამი) ჰიდროლიზებული კოლაგენი დღეში.
თუ ამ პუნქტებს მიაქცევ ყურადღებას, შერჩეული პროდუქტი ნამდვილად იმუშავებს და გაამართლებს მოლოდინს," - გვირჩევს თამარ ცანავა.
07/10/2026