სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სააღდგომო სამზადისი კვერცხის შეღებვის ტრადიციული რიტუალის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, ფერადი ნაჭუჭის მიღმა ხშირად სერიოზული რისკები იმალება.
იმისთვის, რომ დღესასწაული უსიამოვნო მოგონებად არ იქცეს, სასურველია კვერცხის საღებავი სიფრთხილით შევარჩიოთ და ყურადღება სასურველ ფერზე მეტად, მის უსაფრთხოებაზე გავამახვილოთ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული იმ შეცდომებზე გვესაუბრება, რომლებსაც მომხმარებლები საღებავის შეძენისას უშვებენ.
"ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მომხმარებელი უშვებს, გაურკვეველი წარმომავლობის, ე.წ. „ფხვიერი“ საღებავების შეძენაა, რომლებიც ხშირად ღია დახლებზე იყიდება. ზოგჯერ მომხმარებელს ჰგონია, რომ რაც უფრო მკვეთრია ფერი, მით უკეთესია საღებავი. სინამდვილეში, სწორედ ასეთი აგრესიული ფერების უკან ხშირად ისეთი საღებავები დგას, რომლებიც კვერცხის შესაღებად სულაც არ არის განკუთვნილი...
ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. თუ საღებავი საკვებად ვარგისია, მას ეტიკეტზე აუცილებლად ექნება მითითებული გამოყენების წესი. ასევე საყურადღებოა ინფორმაცია მწარმოებლისა და შენახვის ვადის შესახებ.

ენდრო ის შესაღები მასალაა, რომელსაც კვერცხის სასურველი ფერის მისაღებად, ყველაზე ხშირად იყენებენ და უსაფრთხო საღებავად მიიჩნევენ... თუმცა სიფრთხილის დაცვა აქაც აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა შეიძინოთ ენდრო, თუ მის ღეროებზე ობის ნაწილაკებს შენიშნავთ. ობის სოკო გამოყოფს ტოქსინებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია.
ასევე არ დაგავიწყდეთ ენდროს საგულდაგულოდ გარეცხვა და მისგან მიწის ნაწილაკების მოშორება.

ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, ვარგისია თუ არა კვერცხი, რომელიც შეღებვისას გაიბზარა და საღებავმა მასში შეაღწია. თუ საღებავმა ნაჭუჭი გაიარა და ცილაზე გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტში ქიმიური ნივთიერებები შევიდა. თუ საღებავი არასაკვებია, ასეთი კვერცხის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგია ან ინტოქსიკაცია.
მოკლედ, დაიმახსოვრეთ რამდენიმე ოქროს წესი:
04/09/2026