
09/10/2026
სკოლის დაწყებასთან ერთად მშობლების წინაშე უამრავი საზრუნავი ჩნდება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასკოლო ჩანთის შერჩევაა.
ხშირად ყურადღებას მხოლოდ ჩანთის ვიზუალსა და ტევადობაზე ვამახვილებთ, თუმცა პედიატრები გვაფრთხილებენ, რომ არასწორად შერჩეულმა ზურგჩანთამ შესაძლოა ბავშვის ხერხემალსა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემები, პედიატრი თაკო ძაგანია ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რამდენიმე ოქროს წესსა და პრაქტიკულ რჩევას გვიზიარებს.
"როგორ უნდა შეარჩიოთ ბავშვის სკოლის ზურგჩანთა სწორად და როგორ უნდა ატაროს ეს ჩანთა სწორად.? - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არასწორმა ზურგჩანთამ შეიძლება ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას პრობლემები შეუქმნას.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით გაითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები.


არსებობს ნიშნები, რომლებიც მიგახვედრებთ, რომ სკოლის ჩანთა არასწორადაა შერჩეული.

გაითვალისწინეთ ჩანთის სწორად შერჩევის წესები და გაუფრთხილდით თქვენი შვილების ჯანმრთელობას," - გვირჩევს პედიატრი.
გააზიარე სტატია