Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვს წიგნის წაკითხვას სთხოვენ, ის კი სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს. ბავშვებს ხან ეზოში თამაში ურჩევნიათ, ხან ეკრანი იზიდავთ, ხანაც უბრალოდ ამბობენ, რომ კითხვა არ სურთ...
დაძალებას, დაპირებას, შეხსენებას და მით უმეტეს საყვედურს, აზრი არ აქვს...წიგნის სიყვარულის გაღვივება იძულებით თითქმის არასდროს გამოდის.

პედაგოგი ინა ცხვარიაშვილი ამბობს, რომ ბავშვს კითხვა მაშინ უყვარდება, როცა წიგნი მისთვის ვალდებულება კი არა, თამაში, საიდუმლო და თავგადასავალი ხდება. თუ კითხვა თბილ გარემოს, ინტერესს, მშობელთან სიახლოვესა და პატარა რიტუალებს დაუკავშირდება, ბავშვი თავადაც უფრო მარტივად ამბობს: „მოდი, წავიკითხოთ!“

როგორ უნდა ვაქციოთ წიგნი ბავშვისთვის სასიამოვნო გამოცდილებად და არა მოსაწყენ დავალებად? ინა ცხვარიაშვილი მშობლებს რამდენიმე მარტივ, პრაქტიკულ და ადვილად შესასრულებელ ხერხს უზიარებს.

ინა ცხვარიაშვილი

"როდის მოუნდება ბავშვს წიგნის წაკითხვა?

როცა ეს თამაშია;

როცა ეს საიდუმლოა;

როცა ეს თავგადასავალია;

დაძალება არასდროს მუშაობს. მაგრამ თუ კითხვა თამაშს, ინტერესს და ისტორიებს გადაეჯაჭვება, ბავშვი თვითონ მოითხოვს: „მოდი, წავიკითხოთ!“


მშობლებო, თუ ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, როგორ გაუჩინოთ ბავშვს კითხვის სურვილი ისე, რომ თვითონაც მოინდომოს, გიზიარებთ 4 ხერხს, რაც შეგიძლიათ სახლში სცადოთ, წიგნის სიყვარულის ჩასანერგად:


1.კითხვა იქ, სადაც სიმყუდროვეა.

შექმენით “სალონი” - ბალიშები, კარავი, პლედი. მოაწყვეთ ისე, თითქოს კონკრეტულად კითხვისთვის არის მოფიქრებული.

ბავშვი იგრძნობს, რომ წიგნის წაკითხვა განსაკუთრებული მომენტია.

ბავშვი

2. წაიკითხეთ ხმამაღლა მხოლოდ დასაწყისი: „და ბაჭიამ კარი გააღო…“ - გაჩერდით. მოთმინებით დაელოდეთ, ბავშვი იკითხავს: „მერე რა მოხდა?“

ეს ჩათვალეთ პატარა გამარჯვებად - ინტერესი გაღვიძებულია!

3. სეირნობის დროს, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, თითქოს თქვენდაუნებურად, აღმოჩნდით წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში. მიეცით არჩევის უფლება. დაივიწყეთ: “ეს უფრო საინტერესოა“ და თქვენი მსგავსი ჩარევები. მთავარია, თვითონ შეარჩიოს.

როცა ბავშვი თავად ირჩევს, წაკითხვის მოტივაციაც ორჯერ მეტია.

ბავშვი

4. აირჩიეთ კვირაში ერთი დღე, მაგალითად, „წიგნის პარასკევი“ ან „ზღაპრული ორშაბათი“. ყოველ კვირას, იმ დღეს მხოლოდ ერთი ახალი თავი წაიკითხეთ და გახადეთ ეს პატარა რიტუალი ტრადიცია.
რიტუალები სტაბილურობის განცდას აძლევს ბავშვს და ელოდება მას.

წაკითხვის შემდეგ თამაშით გააცოცხლეთ წაკითხული. გახდით პერსონაჟები, მოიფიქრეთ ლექსი ან სიმღერა წაკითხულზე, იმხიარულეთ.

ზაფხული მშვენიერი დროა, რომ ბავშვმა წიგნი აღიქვას არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც თავგადასავალი.

ბავშვი

სიტყვებით თამაში, შთაგონება და მშობლის გულთან ახლოს ყოფნა - ასე იწყება წიგნის სიყვარული.

და ბოლოს, მშობლებს მუდამ უნდა გვახსოვდეს: ბავშვი არ ისწავლის წიგნის სიყვარულს მაშინ, როცა ვეტყვით „წაიკითხე!“ ის ისწავლის, როცა გვხედავს, როგორ ვიძინებთ წიგნთან ერთად," - გვირჩევს ინა ცხვარიაშვილი.

ავტორი: ზმნა

07/01/2026

ბავშვიკითხვარჩევებიწიგნი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024