Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ თმის ბოტოქსის ეფექტი თვეების განმავლობაში?

როგორ შევინარჩუნოთ თმის ბოტოქსის ეფექტი თვეების განმავლობაში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თმის ბოტოქსი არის ღრმად აღმდგენი და დამატენიანებელი სალონური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანიც დაზიანებული, სტრესული და სიცოცხლე დაკარგული თმის სტრუქტურის აღდგენა.

რატომ ჰქვია „ბოტოქსი“?

სახელწოდება პირობითია და ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში ცნობილ „ბოტოქსის ინექციებს“ უკავშირდება.

ისევე, როგორც სახის ბოტოქსი ასწორებს ნაოჭებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს, თმის ბოტოქსიც ავსებს თმის ღერის დაზიანებულ, ფოროვან უბნებს, ანიჭებს მას ელასტიკურობას, ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს.

თმის ბოტოქსი


თუმცა, ინექციურ ბოტოქსთან შედარებით, ეს პროცედურა არ შეიცავს ბოტულინოტოქსინს და არ მოითხოვს ჩხვლეტას. ის წარმოადგენს აქტიური ინგრედიენტების (კერატინი, ამინომჟავები, ვიტამინები, ნატურალური ზეთები და ჰიალურონის მჟავა) მდიდარ კოქტეილს.

პროცედურას. თმის მოვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

თმის ბოტოქსი

თმის ღრმა აღდგენა და კვებაა - ის ინტენსიურად კვებავს შეღებვის, გაღიავების ან თერმული დამუშავების შედეგად დაზიანებულ თმას.

დატენიანება და ბზინვარება - აბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებას, ანიჭებს თმას აბრეშუმისებრ ტექსტურასა და სიგლუვეს.

ფრიზინგის (აფუების) შემცირება - ამცირებს თმის დამუხტვასა და უმართაობას ტენიან ამინდში.

სტრუქტურის გამკვრივება - ავსებს თმის ცარიელ სივრცეებს, რის შედეგადაც თმა ვიზუალურად უფრო სქელი და ჯანსაღი ჩანს.

თმის ბოტოქსი


თმის ბოტოქსის ეფექტი საშუალოდ 2-დან 4 თვემდე ნარჩუნდება, თუმცა ეს ვადა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვუვლით თმას პროცედურის შემდეგ.

სწორი მოვლით, შედეგის მაქსიმალურად გახანგრძლივებაა შესაძლებელი.


იმისათვის, რომ ბოტოქსით მიღებული ბზინვარება და სიგლუვე რამდენიმე თვის მანძილზე გაიხანგრძლივოთ და ეფექტი ნაადრევად არ დაკარგოთ, სპეციალისტები რამდენიმე მარტივი წესის დაცვას გვირჩევენ.


გაგაცნობთ 3 ძირითად რჩევას, რომელსაც Natifi Beauty-ის სტილისტი სოფო მეკოკიშვილი გვიზიარებს.

სოფო მეკოკიშვილი


„რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თმის ბოტოქსის პროცედურა დიდი ხნით შეგვინარჩუნდეს?

1. დაიბანეთ უსულფატო შამპუნით

იმისათვის, რომ თმაზე დიდხანს შენარჩუნდეს ბოტოქსის მასალა, აუცილებელია გამოვიყენოთ უსულფატო თმის მოვლის საშუალებები, რადგან სულფატი ჩამორეცხავს თმიდან ბოტოქსის მასალას და თმას დაზიანებულ პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

თმის ბოტოქსი

2. თმა დაიბანეთ ნელ-თბილი წყლით

ცხელი წყალი უარყოფითად მოქმედებს თმაზე და გავლენის მოხდენა პროცედურის შედეგზეც შეუძლია.

3. ფენისა და თმის უთოს გამოყენებამდე თმაზე აუცილებლად დაიტანეთ თერმოდამცავი

მაღალი ტემპერატურა თმას აშრობს და აზიანებს. შედეგად, თმა კარგავს ბზინვარებასა და სიგლუვეს და ბოტოქსის ეფექტიც მალე ქრება," - გვირჩევს სტილისტი

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026

ეფექტითმის ბოტოქსიპროცედურარჩევებისტილისტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024