
10/06/2026
შემოდგომის ცივმა ნიავმა და დილის პირველმა ყინვამ უკვე შემოაღწია ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც იმის ნიშნია, რომ დროა გარდერობს თვალი გადავავლოთ და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყოთ.
სტილის მრჩეველი მაიკო ტყემალაძე გვირჩევს თუ როგორ შევკრათ შემოდგომის გარდერობი ნულიდან.
სტილისტი დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა მოვირგოთ შემოდგომაზე სეზონის მთავარი ტრენდები ტყავის და ატლასის ქვედაბოლოებიდან დაწყებული, ელეგანტური ტრიკოტაჟის, ჯინსისა და პიჯაკის სტილის კაბებით დასრულებული.
ეს რჩევები ზამთრის სეზონამდე გარდერობის განახლებაში დაგეხმარებათ.

"გაინტერესებთ რას შევიძენდი შემოდგომისთვის ნულიდან, რომ ვაწყობდე ჩემს გარდერობს?
მოდით, დავიწყოთ ქვედაბოლოებით. აუცილებლად გირჩევთ ტყავის ან ეკოტყავის ქვედაბოლოს.

შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ ქვედაბოლოს სტილი და ფორმა. აღნიშნული ქვედაბოლო თავისუფლად შეგიძლიათ გადაიტანოთ ზამთრის გარდერობშიც, შესაბამისად, მისი შეძენა ძალიან კარგი ინვესტიცია იქნება.
ასევე ტრენდული იქნება ატლასის ან აბრეშუმის ქვედაბოლო, რომელიც ასევე ძალიან კარგად იხდენს ნაქსოვ ტანსაცმელს. თანაც ვფიქრობ, შემოდგომის და გაზაფხულის სეზონი იდეალურია ფაქტურებით თამაშისათვის.

აქვე აუცილებლად დავამატებდი პლისე ქვედაბოლოს, რომელსაც ნებისმიერ სტილს მარტივად შევუხამებთ იქნება ეს „ქეჟუალი“ თუ საოფისე სტილი.

რაც შეხება კაბებს, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ტრიკოტაჟის ნაქსოვი კაბით. მაგრამ სასურველია ეს იყოს არა მძიმე და არც ფართო ნაქსოვი კაბა, იმიტომ, რომ მისი სტილიზაცია ძალიან გაგიჭირდებათ.
თანაც ამ სტილის მოდელები დღეისათვის ცოტა მოძველებულია. ამიტომ გირჩევთ, რომ სად დახვეწილი ნაქსოვი ტრიკოტაჟის კაბა აირჩიოთ.

დამეთანხმებით, რომ შემოდგომას ძალიან უხდება ჯინსი. შეგიძლიათ შეარჩიოთ ეგრეთ წოდებული პერანგის სტილის ჯინსის კაბა, როგორც კლასიკური მუქი ლურჯი ტონალობებით, ასევე რომელიმე განსხვავებული ფერი.

მესამე ტიპის კაბა, რომელსაც აუცილებლად დავამატებდი ჩემს გარდერობში და თქვენც გირჩევდით შემოდგომისთვის და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სტილიც უფრო კლასიკურისკენ იხრება, ეს არის პიჯაკის სტილის ღილებიანი კაბა.

ასეთ კაბების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეგვიძლია ფენების დამატება, პერანგების ან როლინგების სახით და ამ ხერხით ძალიან საინტერესო ლუქის მიღება.
გააზიარე სტატია