Logo

როგორ შევუხამოთ შიდა კარი ინტერიერს?

როგორ შევუხამოთ შიდა კარი ინტერიერს?

10/06/2026

ტექსტის ზომა

რემონტის დროს შიდა კარის არჩევას ხშირად ბოლო ეტაპისთვის იტოვებენ.

ამ დროისთვის იატაკი უკვე შერჩეულია, კედლების ფერიც განსაზღვრულია, ავეჯის სტილზეც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს და შესაფერისი კარის პოვნა მარტივ საქმედ გვეჩვენება.

სინამდვილეში, შიდა კარი ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია და არასწორად შერჩეულმა ფერმა, ფაქტურამ ან დიზაინმა შეიძლება კარგად დაგეგმილი სივრცე დააზიანოს ან საერთოდ შეცვალოს.

ამიტომ კარის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არა კონკრეტული მოდელი, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, თუ როგორ ერწყმის ის იატაკს, კედლებს, ავეჯს, პლინტუსს და მთლიანად ბინის სტილს.

კარი

კარისა და იატაკის ერთ ფერში ან მსგავსი ხის ფაქტურის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა. ეს უსაფრთხო გადაწყვეტაა, თუმცა აუცილებელი წესი არ არის.

თუ იატაკი ხის ფაქტურისაა, შესაძლებელია:

  • კარი დაახლოებით იმავე ტონალობაში შევარჩიოთ;
  • ერთი ან ორი ტონით უფრო ღია ან მუქი ფერი გამოვიყენოთ;
  • ან სრულიად კონტრასტული კარი ავირჩიოთ.

მთავარია, ხის სხვადასხვა ტონი ერთმანეთთან შეუფერებლად არ გამოიყურებოდეს.

მაგალითად, თბილი თაფლისფერი ან ოქროსფერი იატაკის გვერდით ძალიან ცივი ნაცრისფერი ხის ფაქტურის კარი ყოველთვის ჰარმონიული არ იქნება. უკეთესი შედეგისთვის ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ იმას, რამდენად ღია ან მუქია ფერი, არამედ მის ქვეტონსაც თბილია თუ ცივი.

კარი

თეთრი შიდა კარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესათავსებელი ვარიანტია. ის კარგად ერგება როგორც ნათელ, სკანდინავიურ და მინიმალისტურ ინტერიერს, ისე კლასიკურ სივრცეს.

განსაკუთრებით კარგი არჩევანია პატარა ბინისთვის, რადგან ღია ფერის კარი სივრცეს ვიზუალურად ნაკლებად ტვირთავს.

თუმცა „თეთრი“ ყოველთვის ერთნაირ ფერს არ ნიშნავს. არსებობს თბილი, კრემისფერისკენ მიდრეკილი და შედარებით ცივი თეთრი ტონები.

თუ კედლები თბილ თეთრში ან ბეჟშია გადაწყვეტილი, ძალიან ცივი თეთრი კარი შეიძლება მათ გვერდით მკვეთრად შეუფერებლად გამოჩნდეს.

ამიტომ სასურველია კარის ფერი კედლის რეალურ ნიმუშს შეადაროთ და არა მხოლოდ კატალოგში ნანახ ფოტოს.

კარი

თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერში ხშირად იყენებენ კარს, რომელიც კედლის ფერს მაქსიმალურად უახლოვდება.

ასეთი გადაწყვეტა განსაკუთრებით ეფექტურია:

  • მცირე სივრცეში;
  • ვიწრო დერეფანში, სადაც რამდენიმე კარი ერთმანეთის გვერდითაა;
  • მინიმალისტურ ინტერიერში;
  • მაშინ, როდესაც გვინდა ყურადღება ავეჯზე, განათებაზე ან სხვა დიზაინერულ დეტალზე გადავიტანოთ.

კარისა და კედლის ერთი ტონალობა სივრცეს უფრო მშვიდ და ერთიან იერს აძლევს.

თუ კარი კედლისგან განსხვავებული ფერისაა, ის უკვე ინტერიერის დამოუკიდებელ ელემენტად იქცევა.

კარი

შავი, მუქი ყავისფერი, გრაფიტისფერი ან მუქი ხის ფაქტურის კარი ინტერიერს შეიძლება ძალიან გამოკვეთილი ხასიათი მისცეს.

ასეთი არჩევანი განსაკუთრებით უხდება:

  • თანამედროვე ინტერიერს;
  • ლოფტის სტილს;
  • სივრცეს, სადაც უკვე არის შავი ან მუქი დეტალები;
  • კონტრასტულ დიზაინს.

მაგრამ პატარა და ცუდად განათებულ სივრცეში ბევრი მუქი კარი ინტერიერს ვიზუალურად დაამძიმებს.

თუ მუქ კარს ირჩევთ, კარგი იქნება მისი ფერი, სახლის კიდევ რომელიმე სხვა დეტალში მეორდებოდეს. მაგალითად, სანათებში, ავეჯის სახელურებში, მეტალის ელემენტებში ან ფანჯრის ჩარჩოებში.

კარი

თუ ინტერიერში უკვე ბევრი ხის ზედაპირია (იატაკი, კარადა, მაგიდა, სამზარეულოს ფასადები), ყველა დეტალის ზუსტად ერთი ფაქტურის მოძებნა საჭირო არ არის.

უფრო მნიშვნელოვანი საერთო ფერთა გამაა.

თბილი ხის ტონები ერთმანეთთან მარტივად თავსდება, ისევე როგორც შედარებით ცივი და ბუნებრივი ხის ფერები.

პრობლემა ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ სივრცეში ძალიან ბევრი განსხვავებული ხის ფაქტურა იყრის თავს. მაგალითად, ყვითელი მუხა, მოწითალო ხე, მუქი კაკალი და ნაცრისფერი ლამინატი ერთად ინტერიერს შეიძლება დაუგეგმავი იერი მისცეს.

ამიტომ სასურველია ერთ ოთახში ხის ძირითადი ტონების რაოდენობა შეზღუდული იყოს.

კარი

კარის ვიზუალურ მხარესთან ერთად მნიშვნელოვანია კარის მასალაც.

ხის კარი

ნატურალური ხის კარი ბუნებრივი ტექსტურითა და ინდივიდუალური ნახატით გამოირჩევა. სწორად დამუშავებული ხარისხიანი ხის კარი გამძლეა და ინტერიერს ბუნებრივ, თბილ იერს აძლევს.

თუმცა მას შეიძლება უფრო მაღალი ფასი ჰქონდეს და მნიშვნელოვანია ხარისხიანი დამუშავება, რადგან ხე ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებს.

MDF-ის კარი

MDF ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალაა შიდა კარებისთვის. მისი მთავარი უპირატესობა დიზაინის მრავალფეროვნებაა. შესაძლებელია სხვადასხვა ფერის, ფაქტურისა და სტილის ზედაპირის მიღება.

MDF კარი ხშირად უფრო ხელმისაწვდომიცაა და ინტერიერის კონკრეტულ ფერთან მისი შეხამება შედარებით მარტივია.

მაგრამ მხოლოდ სახელწოდება „MDF“ ხარისხს ავტომატურად არ განსაზღვრავს. შეძენისას მნიშვნელოვანია კონსტრუქციის, ზედაპირის დაფარვის, კიდეების დამუშავებისა და ფურნიტურის გათვალისწინება.

კარი

მინის ჩანართებიანი შიდა კარის გამოყენება სასურველია იქ, სადაც ბუნებრივი განათების შენარჩუნება გვინდა.

მაგალითად, თუ დერეფანში ფანჯარა არ არის, მისაღები ოთახის მინის ელემენტებიანი კარი დღის სინათლის ნაწილს დერეფანშიც გაატარებს.

შესაძლებელია გამჭვირვალე, დაბურული, ტექსტურიანი ან შეფერილი მინის გამოყენება.

საძინებლისა და აბაზანისთვის კი, სადაც კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, უმეტეს შემთხვევაში ყრუ ან შესაბამისი გაუმჭვირვალობის მქონე კარი უფრო პრაქტიკულია.

კარი

კარის არჩევისას ხშირად მხოლოდ კარის ფრთაზე ვფიქრობთ, თუმცა საერთო შედეგს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ისეთი დეტალები, როგორებიც საპირე და პლინტუსია.

ერთ-ერთი კლასიკური გადაწყვეტაა კარი + საპირე + პლინტუსი ერთ ფერში.

მაგალითად, თეთრი კარი თეთრ საპირესა და პლინტუსთან ერთად ინტერიერში ერთიან, მკაფიო ხაზს ქმნის.

მაგრამ შესაძლებელია სხვა ვარიანტიც - პლინტუსის იატაკთან შეხამება, ხოლო კარისა და საპირის ცალკე ფერში გადაწყვეტა.

მთავარია, არჩევანი მთელ ბინაში თანმიმდევრული იყოს.

კარი

კარის დიზაინის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სივრცის საერთო სტილიც.

მინიმალისტურ ინტერიერს უხდება მარტივი ზედაპირი, სწორი ხაზები და ზედმეტი დეკორის გარეშე გადაწყვეტილი კარი.

კლასიკურ ინტერიერში შესაძლებელია პროფილირებული, დეკორატიული პანელებით ან უფრო გამოკვეთილი საპირეებით გაფორმებული მოდელები.

სკანდინავიურ სივრცეში განსაკუთრებით ბუნებრივად გამოიყურება თეთრი, ღია ხის ან ნეიტრალური ფერის კარი.

ლოფტისა და ინდუსტრიულ ინტერიერში კი შეიძლება შავი მეტალისა და მინის კომბინაციაც კარგად მუშაობდეს.

კარის არჩევისას არ არის აუცილებელი რომელიმე სტილის წესების ზედმიწევნით დაცვა. მთავარია, კარი ინტერიერის საერთო ხასიათთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს.

კარი

კარის ფერისა და დიზაინის შერჩევა, საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია. საბოლოო გადაწყვეტილებამდე სასურველია შეამოწმოთ:

  • კარის მასალა და შიდა კონსტრუქცია;
  • ზედაპირის ხარისხი;
  • ტენიანობის მიმართ მდგრადობა, განსაკუთრებით აბაზანისთვის;
  • ხმის იზოლაცია;
  • ანჯამების ხარისხი;
  • საკეტი და სახელური;
  • კარის ჩარჩო;
  • საპირეები;
  • გაღების მიმართულება;
  • მონტაჟისთვის საჭირო ღიობის ზომა.

აუცილებლად დააზუსტეთ, რა შედის კონკრეტული მოდელის ფასში, მხოლოდ კარის ფრთა თუ ასევე ჩარჩო, საპირეები და ფურნიტურის ნაწილი.

კარის შეძენა შეიძლება რემონტის დასრულებისკენ გადაიდოს, მაგრამ მისი დაგეგმვა გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს.

რემონტის საწყის ეტაპზევე სასურველია ვიცოდეთ:

  • კარის ღიობის ზომა;
  • რომელი მიმართულებით გაიღება კარი;
  • როგორი იქნება იატაკის საბოლოო სიმაღლე;
  • რამდენად განიერი იქნება საპირე;
  • ხომ არ უშლის ხელს კარის გაღებას ავეჯი, ჩამრთველი ან სხვა ელემენტი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ოთახებში, სადაც რამდენიმე სანტიმეტრმაც კი შეიძლება მნიშვნელობა შეიძინოს.

კარი


კარგად შერჩეული შიდა კარი შეიძლება თვალში საერთოდ არ გვხვდებოდეს და სივრცის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმებოდეს, ან პირიქით, ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად იქცეს.

მთავარია, კარის შერჩევა მხოლოდ კატალოგში ნანახი მოდელის მოწონებით არ დასრულდეს. წინასწარ გაითვალისწინეთ კედლებისა და იატაკის ფერი, ავეჯის სტილი, ოთახის ზომა, განათება და კარის მასალა.

იმისათვის, რომ კარი ინტერიერს იდეალურად მოერგოს და დიდხანს გვემსახუროს, მისი ყურადღებით არჩევა და წვრილმანი დეტალების გათვალისწინებაა აუცილებელი.

კარი

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“, კარის შერჩევისას შეგიძლია ერთმანეთს სხვადასხვა დიზაინისა და მასალის ვარიანტები შეადაროთ და ისეთი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც არა მხოლოდ ცალკე აღებული მოგწონთ, არამედ თქვენი სახლის მთლიან ინტერიერსაც ორგანულად მოერგება.

ჰიპერმარკეტში არსებული დიდ არჩევანი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

კიდევ ერთი პლუსი, რაც „მიჰაუსში“ კარის შეძენას აქვს, სპეციალისტების რეკომენდაციების მიღების საშუალებაა.

„მიჰაუსის“ ექსპერტები ზუსტად გაგარკვევენ რა ფერის, რა ტიპისა და რა მასალის კარი იქნება იდეალური თქვენი ინტერიერისათვის და მოდელის თქვენთვის სასურველი პირობებით შეძენაშიც დაგეხმარებიან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დიზაინიინტერიერიკარიმიჰაუსირჩევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026